“იუვენტუსი” სალაჰისთვის ბრძოლას გამოეთიშა
იტალიური პრესის ცნობით, ტურინის “იუვენტუსი” მოჰამედ სალაჰისთვის ბრძოლას არ აპირებს.რამდენიმე კვირის მანძილზე ბიანკონერები ეგვიპტელი ფეხბურთელის სიტუაციას აქტიურად აკვირდებოდნენ, თუმცა ახლა, როცა სალაჰი “ფიორენტინაში” დარჩენასთან ძალიან ახლოსაა, ჯუზეპე მაროტამ 23 წლის ფორვარდზე ხელი აიღო.ტურინელები “ჩელსის” ექს-წინახაზელს კარლოს ტევესის პოტენციურ შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა როგორც სჩანს, მასიმილიანო ალეგრის უფრო მეტად სტევან იოვეტიჩი და ბრაზილიელი ოსკარი ესიმპატიურება.თავისმხრივ, მონტენეგროელი ფეხბურთელის აგენტი უკვე იტალიაშია და სავარაუდოდ ხვალ, ბებერი ქალბატონის წარმომადგენლებს შეხვდება, ოსკარის სანაცვლოდ კი მაროტმა უკვე გადადო 28 მილიონი, რომლის მიღებასაც არისტოკრატები არ აპირებენ.
მილანმა ლუის ადრიანოც დაითრია ბაკა ლუის ადრიანო იმედია გავლენ ლიგაზე
მილანზე მაგრად ინტერი მოძლიერდა რომაც ჯეკოს ან ლაკაზიტეს დაიმატებსო დიდი ალბათობით და რავიცი 3 ეულში როგორ მოხვდებიან აი ინტერი წესით უნდა მოხვდეს ისეთი სასტავი შეკრეს არადა მერდები არ მინდა სამეულში მარა მირანდა მურილო კონდოგბია რეალურად კაი ტ რანსფერებია კიდე კოვაჩიჩი შაქირი ყავთ მონტოიაც იყიდეს მარა ეგ დიდი ვერაფერია
მადლობა ფიორე მადლობა ეგ სიკეთე რო ქენი სალათა არ გვინდა გუნდში
ფული დაანახონ და მოვა კიარა გინდ ეს გინდ ოსკარი.