იუვე შეთავაზებას ამზადებს ოსკარისთვის
მაშინ, როდესაც სერიოზული შეტევა მიმდინარეობს პოგბაზე და ვიდალზე, გუნდის პირველი პირები არ აქცევენ ამ ყოველივეს დიდ ყურადღებას და შემადგენლობის გაძლიერებაზე არიან გადართულნი. მაროტამ გუშინ ნათლად დაადასტურა, რომ იუვენტუსი არ აპირებს ლიდერების გასხვისებას. ეს ბუნებრივია ეხება, როგორც პოლ პოგბას ასევე არტურო ვიდალსაც. უფრო მეტიც, Corriere dello Sport-ის მტკიცებით ბიანკონერი მოწადინებულია ჩელსიდან ოსკარის ხელში ჩაგდებაზე. აპენინელები მზად არიან 28 მილიონი ევრო გაიღონ და მაქს ალეგრის ასე ნანატრი ტრეკუარტისტა მიუყვანონ. თუმცა, ჟოზე მაურინიოს 35 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს..
წყარო: tuttojuve
მიდი რა თუ გინდა სულ სტადიონი ჩადეთ ამ განვადებაში და ისე მოიყვანეთ
პადოინი ჩადონ გირაოში
Bრუცო მიდიი მიაწექი აა შენ იცი ფასის დაკლება და განვადებები