დი მარციო:”შალკეს პრეზიდენტი დრაქსლერის ტრანსფერს აფერხებს”
თითქოს უკვე შეთანხმებულ ტრანსფერზე, სადაც ბიანკონერიმ პრაქტიკულად დააკმაყოფილა გერმანული მხარის მიერ მოთხოვნილი თანხები და მისი გადახდის ვადაც კი გაჩნდა გაუთვალისწინებელი პრობლემა. ჯანლუკა დი მარციოს სიტყვებს თუ დავუჯერებთ შალკეს პრეზიდენტი არ არის დარწმუნებული ღირს თუ არა დრაქსლერის გაშვება გუნდიდან. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მხარეებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო წამს ყველაფერი კვლავ გაურკვეველი გახდა. დრაქსლერმა არაერთხელ დააფიქსირა სურვილი რომ კარიერის იუვეში გაგრძელება უნდა და ის რომ იტალიელები უკანასკნელ საათებში გააქტიურდნენ მისი წვლილიც არის. იუვენტუსი ხვალამდე დაელოდება შალკეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და უარის შემთხვევაში მომენტალურად გადაერთვება აქსელი ვიტსელის ტრანსფერზე. სასწორზე იულიან დრაქსლერის მომავალი დევს..
წყარო: Sky
აუუ იმენა შეიყვეს ტიპებმა, რა გახდა ეს ერთი ფეხმოტეხილი ფეხბურთელი…. მაროტამ ერთი მი**** თუ არ იკისრა ისე არ უშვებენ კაცს
ე ბიჭო აწი მაინც დაისვენე.წადი რა ჰავაიში გაერთე,ქე გეყოფა ერთი თვე რაც დრაქსლერზე გააკეთე))
Imena cenzurebi arian am shalkes xelmdzgvanelobashi ra
აუ ამათმაც ხო შეჭამეს ტვინი დი მარციოს არ დაუჯეროთ ვერ უყურებთ რა აფირისტი სახე აქვს ? ის პედულა თუ დრაკულაა ის ბაზრობს მაგრად
ასეთი პრიკოლი ჯერ არ მინახია