ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძას აგენტი:”იუვე სიმონეს გასხვისებას ჯერჯერობით არ განიხილავს”

იუვეს ფორვარდებიდან ყველაზე მცირე დროს მინდორზე სიმონე ძაძა ატარებს, თუმცა ბოძებულ შანს ფეხბურთელი მაქსიმალურად იყენებს და 9 არასრულ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. აპენინებზე მის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება.. თითქოს იანვარში სიმონე დატოვებს ტურინს:“სიმართლე გითხრათ მისი წარმატება არ გამკვირვებია. ვიცი რამდენად მონდომებულია ვარჯიშებზე, რადგან ფორმა შეინარჩუნოს. სიმონე იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც არასოდეს ნებდებიან და თითოეული წამის მაქსიმალურად გამოყენებაზე არიან ორიენტირებულნი. ბუნებრივია იუვე სასუოლო არ არის და აქ კონკურენციის სხვა ეტაპებია დასაძლევი. მთავარია ალეგრის კარგად ესმის ჩემი კლიენტის შესაძლებლობები და მის იგნორირებას არ აკეთებს. წინ უამრავი მატჩია გასამართი და შანსი ყველას მიეცემა, მათ შორის ძაძასაც. სტოკ სიტი და უოტფორდი? ჯერჯერობით ხაზზე არავინ გამოსულა.. სატრანსფერო ფანჯარა იანვარში გაიხსნება და უკვე შემდგომ შევხედავთ მოვლენების განვითარებას. ერთი რაც გადაჭრით უნდა ითქვას, არის ის რომ იუვეს სიმონე ტრანსფერზე არ დაუყენებია. უმჯობესია თუ ამ საკითხთან დაკავშირებით სიმშვიდეს შევინარჩუნებთ”.

წყარო: Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
8 years ago

იუვენტუსი ოფიციალურ მადლობას გამოუცხადებს ზაზას, თუ გუნდში დარჩება. :))))) ისე პერსოფანობასაც უნდა ქონდეს საზღვარი. :))) ზაზას და დიბალად შედარება საერთოდ უხერხულიც კია.

jjj jjj
8 years ago

ახლა მთლად ივანოვიჩი ვერ იყო ტევესი :mrgreen: და ის გოლი დიბალამ დაუღეჭა და გაქცევა კი იცის ძაძამ იცოცხლე :mrgreen:

Di Francesco # 1
8 years ago

ლიგაზე კიდე ძაძას 30 წუთში 1 გოლი აქ და დიბალას 255 წუთში გოლი არ გაუტანია, აქ იძახიან ტევესის შემცვლელიაო და კი გავს ამ კუთხით ტევესს იმასაც საუკუნეში ერთხელ გაქონდა ლიგაზე გოლი და ალბათ ესეც მასე იზამს :chuvak:

jjj jjj
8 years ago

ძამპარინიმ დამირეკა დავწერე და მზადაა შეფასებებიო :mrgreen:

Di Francesco # 1
8 years ago

დაერტყა ის 2 პენალტი ძაძას და ვინ იქნებოდა ბომბარდირი კი ვნახავდით :chuvak:
1 100 წუთზე მეტი ითამაშა კაცმა და 4 გოლი აქ თამაშიდან გატანილი, მემგონი ის შედეგი არაა ძამპარინივით ახალი მესიაო რო ვიძახოთ

Di Francesco # 1
8 years ago

შეფასებებს ის დაწერდა ვინც წერდა დიბალას დღეაო და ის კაცი ცუდს დაწერდა დიბალაზე? სტატისტიკას თუ ნახავს ვინმე მიხვდება როგორც ითამაშა, ყველაზე ბევრი ბურთი მაგან დაკარგა, ერთი პასი წავიდა ისიც ფლანგიდან, ცენტრიდან ვაფშე პასი არ გაუკეთებია მანჯუკიჩზე

jjj jjj
8 years ago

შეფასებებიაა)) დიბალას მოძულეებო შეგიძლიათ ძამპარინის კომენტარებს თავი დაანებოთ და შეფასებები წაიკითხოთ :yes:

jjj jjj
8 years ago

მატრის და შმატრებს ნაღდად ჯობია ეს იყოს :up:

Di Francesco # 1
8 years ago

შანსი არაა არ გაუშვებენ თუ ძაძამ არ მოითხოვა, 4 თავდამსხმელი გყვავს და ძაძას გაშვებით 1 მაინც დასამატებელია, ძაძაზე უკეთესი ვინ მოვა მეოთხე ფორვარდად? ისევ მატრი თუ დაბრუნდება, მატრის კიდე ძაძა ჯობია ბევრად დამადლობა უთხრან თუ დარჩა გუნდში

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x