გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა
მორიგი სასიამოვნო სიახლე ForzaJuve.Ge-ს ერთგულ მომხმარებლებს. დღეიდან, ყოველკვირეულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ ჩვენი “იუვენტინო” გიორგი ქასრაშვილი, რომელიც სულ მალე იუვენტუსის შესახებ საკუთარ წიგნს შემოგთავაზებთ..
2015-2016 წლების სეზონის პირველი ნახევარი მიილია, ცუდი სტარტის შემდეგ ახალ წელს, შეგვიძლია კარგ განწყობაზე შევხვდეთ, რადგან: სკუდეტოს სიახლოვეს ვართ, იტალიის თასის 1/4 ფინალში გავედით
და ჩმ.ლიგის ჯგუფური ეტაპიც გადალახულია…
სეზონის სტარტზე იყო გარკვეული პრობლემები, სენსაციები იუვენტუსის მხრიდან, მოულოდნელი მარცხი თუ დაკარგული ქულები. მოწინააღმდეგე გუნდების პატივისცემისდა მიუხედავად, უდინეზე(შინ), ფროსინონე(შინ), კიევოსთან(შინ) აღებულ 2 ქულას, მართლაც რომ დაკარგული ქულები შეგვიძლია ვუწოდოთ.
ნაადრევად ჩამოწერეს იუვენტუსი სკუდეტოსათვის მებრძოლი გუნდების სიიდან, ესეც არ იკმარეს და ჩმ.ლიგის საგზურის გარეშედაც კი გვტოვებდნენ. განსაკუთრებით ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდნენ ნაინგოლანი-მელო-ინსინეს სამეული, რომელთა გუნდებიც შესაბამისად იყვნენ მოწინავე პოზიციებზე. კონკურენციას, ასევე გვიწევდა ფიორენტინა და მილანი, თუმც მათი მხრიდან იგრძნობოდა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი და არა სხვებივით მოწინააღმდეგე გუნდების ,,გაქილიკება”
მე-16 ტურის შემდეგ კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მინდა სწორედ ამაზე ვისაუბრო და მიმოვიხილოთ თითოეული მატჩი თუ როგორ მოვედით ჩემპიონატის 12-15 ადგილიდან მე-4 ადგილზე, თუ როგორ შევძელით 11 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა რომასთან და დღეს ქულითაც კი ვუსწრებთ უკვე მათ. რა სიტუაციაა ჩმ.ლიგის ზონაში და როგორია შანსები მოვიპოვოთ ზედიზედ მე-5 სკუდეტო?!
იუვენტუსი 0-1 უდინეზე
იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში იუვენტუსი შინ დაუხვდა უდინეზეს და ყველასათვის მოულოდნელი მარცხი იწვნია. მატჩში ერთადერთი გოლი 78-წუთზე კონეს გადაცემით ტერეუმ გაიტანა. ალეგრიმ ამ მატჩში 3-5-2 ტაქტიკა აირჩია რაც ბევრისათვის გაურკვეველიც კი იყო, რადგან პირლოს პოზიციაზე მოგვევლინა პადოინი!!! გამთამაშებელი პერეირა იდგა ჩამშლელის პოზიციაზე და მანძუკიჩს პარტნიორობას უწევდა კომანი. ასე რომ ჯერ ტაქტიკითა და ფეხბურთელების არჩევით გაკვირვებული გულშემატკივრები, შედეგმაც გაგვაკვირვა და სეზონი მარცხით დავიწყეთ.
რომა 2-1 იუვენტუსი
სერია-ას მეორე ტური და მე-2 მარცხი, მოწინააღმდეგე უდინეზესთან შედარებით ძლიერია, ტაქტიკა უცვლელია, თავად პადოინის პოზიციაც კი!!! ეს უკვე გამაღიზიანებელია. პიანიჩისა (61) და ჯეკოს (79) გოლებს დიბალას მხრიდან პრესტიჟის გოლი მოჰყვა მატჩის მიწურულს (87) და შეხვედრაც მიმდინარე ანგარიშით დასრულდა.
იუვენტუსი 1-1 კიევო
ტურინში პანიკაა, გულშემატკივრები ალეგრის ადანაშაულებენ, მიდის საუბრები მის შეცვლაზე და ხელმძღვანელობის მხრიდან ტრეკვარტისტას არ მოყვანასთან დაკავშირებით. კიევოსთან მატჩში აღებული 3ქულაც კი ვერ ჩაახშობს ყოველივე შექმნილ სიტუაციასა და აგრესიას, მაგრამ ვაი რომ 3ქულაც არსადაა. სტუმრების მხრიდან მატჩის სტარტზევე (5) გატანილ გოლს ისევ პაოლო დიბალამ უპასუხა მატჩის მიწურულს თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გატანილი გოლით და იუვენტუსმაც მიმდინარე სეზონში პირველი ქულა აიღო. (ირონიული ღიმილით ვწერ ამ ყოველივეს, რადგან 3 ტურში იუვეს პირველი ქულა!!!)
# ჩემპიონთა ლიგა # მან.სიტი 1-2 იუვენტუსი
სეზონის ცუდი სტარტიდან გამომდინარე, ყველამ დაივიწყა, რომ იუვენტუსი ჩმ.ლიგის მოქმედი ფინალისტია და საბუკმეიკერო კომპანიები თუ ნეიტრალური გულშემატკივრები ამ დაპირისპირებაში მან.სიტის მიიჩნევდა აშკარა ფავორიტად. მასიმილიანო ალეგრიმ ყველასათვის მოულოდნელად შემტევი ტაქტიკა აირჩია და 4-3-3 მოდულს მიმართა სადაც მორატასა და კუადრადოს დაყენებით ნათელი იყო, რომ სისწრაფეზე იყო გათვლილი არჩეული ტაქტიკა. მატჩი ორმხრივი იერიშებით დაიწყო, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ იუვენტუსი უკეთ გამოიყურებოდა. პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა, მე-2 ნახევრის 57-ე წუთზე კი სიტის შეტევებს მოჰყვა კიელინის ავტოგოლი და მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმც ამას არ დაუბნევია ტურინელები და 70-ე წუთზე პოგბას გადაცემით სწორედ იქ აღმოჩნდა მარიო მანძუკიჩი, რისთვისაც მას შეარქვეს ,,მომენტის კაცი” და მატჩში ანგარიში გაათანაბრა. 81-ე წუთზე კი ალვარო მორატამ ცაციათი ულამაზესი გოლი გაიტანა და ტურინელებს სეზონში პირველი გამარჯვება და ჩმ.ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3ქულა მოუტანა.
ჯენოა 0-2 იუვენტუსი
ჩმ.ლიგაზე წარმატებულმა გამოსვლამ დადებითად იმოქმედა ფეხბურთელებზე, მეტად გამართული და ორგანიზებული ფეხბურთით იუვენტუსმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს (ლამანა საკ.კარში37, პოგბა 60-პენ) და სერია-აში პირველი გამარჯვებაც იზეიმა.
იუვენტუსი 1-1 ფროსინონე
მან.სიტთან და ჯენოასთან გამარჯვებებმა გულშემატკივრებს იმედი გაუჩინა იმისა, რომ იუვენტუსმა თავისი თამაში იპოვა, რომ ცუდი წარსულს ჩაბარდა და გუნდი სტაბილურობას ნელ-ნელა შეიძენდა, მაგრამ სრული მოულოდნელობა მოხდა ფროსინონესთან მატჩში. უსახური ფეხბურთი, ნულოვანი ტაიმი და 50-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლი (ძაძა) რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბლანჩარდის გოლით შინაურ კედლებში კვლავ გამარჯვების გარეშე დავრჩით.
ნაპოლი 2-1 იუვენტუსი
ჩემპიონატის მე-6 ტური და მორიგი მარცხი!!! სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ გავერკვე შექმნილ სიტუაციაში. 18 ქულიანი შესაძლებლობიდან აღებული 5ქულა! რომელსაც თან ერთვის უსახური ფეხბურთი, ჩამოუყალიბებელი ტაქტიკა… ინსინესა (26) და იგუაინის (62) გოლებს ისევ!!! მხოლოდ პრესტიჟის გოლი მოჰყვა ტურინელთა მხრიდან, რომელიც ახალწვეულმა ლემინამ გაიტანა (63)
# ჩემპიონთა ლიგა # იუვენტუსი 2-0 სევილია
იტალიური სინდრომი? თუ რა დავარქვათ ყოველივე ამას? ევროპულ ასპარესზე მორიგი გამარჯვება, ლამაზი გამართული, ორგანიზებული ფეხბურთი 2 უპასუხო გატანილი გოლი. აპლოდისმენტებს იმსახურებს ალეგრის ,,ევროპული იუვე” გოლები მორატასა (41) და ძაძას (87)ანგარიშზეა. აქვე აღსანიშნავია, რომ მორატამ დელპიეროს შედეგი გაიმეორა, ზედიზედ 5 საჩემპიონთა ლიგო მატჩში გატანილი გოლებით.
იუვენტუსი 3-1 ბოლონია
მატჩის მე-5 წუთი და იუვენტუსის გულშემატკივრების სახეზე ირონიული ღიმილი სიბრაზეში ირევა, ბოლონია დაწინაურდა!!!
თუმც ჩვენდა სასიკეთოდ, არ განმეორდა ის, რაც იყო კიევოსთან მატჩში და ტურინელებმა მოწინააღმდეგეს 3 გოლი გაუტანა და ტურინში (სერია-ა) პირველი გამარჯვება იზეიმა! გოლები მორატას (33) დიბალასა (52პენ) ხედირას (63) ანგარიშზეა.
ინტერი 0-0 იუვენტუსი
მოსისხლე მტერთან დიდი იყო სურვილი გამარჯვებისა, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე, შედეგიც ლოგიკური ფრით დასრულდა. იუვენტუსი უკვე მე-8 ტურია ზედიზედ 2 გამარჯვებას ვერ ახერხებს! კითხვები ბევრია, პასუხები კი არ ჩანს ალეგრისა თუ ხელმძღვანელობის მხრიდან! დაველოდოთ…
# ჩემპიონთა ლიგა # იუვენტუსი 0-0 გლადბახი
გულშემატკივრები ,,ევროპულ იუვეს” ელოდა, ნაცვლად ამისა კი მეტად უსახური და ნულოვანი ფრე იხილა. ზედიზედ ორი მატჩი და ,,0″ გატანილი გოლი! როდემდე ალეგრი?!!!
იუვენტუსი 2-0 ატალანტა
მოსალოდნელი იყო გამარჯვება ატალანტასთან მატჩში და მოლოდინიც გამართლდა. დიბალასა (28) და მანძუკიჩის (49) მსგავსად პოგბასაც შეეძლო გაეტანა გოლი, თანაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, რომელის დარტყმაც დიბალამ დაუთმო მას, თუმც პოლმა ვერ შეძლო მისი რეალიზება და მატჩიც 2-0 დასრულდა.
სასუოლო 1-0 იუვენტუსი
შუა კვირაში გაიმართა სერია-ას მე-10 ტური და იუვენტუსმა სეზონში მე-4!!! მარცხი იწვნია. მე-20 წუთზე სენსონეს საჯარიმო დარტყმიდან გატანილ გოლს დაემატა 39-ე წუთზე კიელინის გაძევება და ის რაც 11მა იუვენტინომ ვერ შეძლო, შესაბამისად დარჩენილი 10 ფეხბურთელისათვის შეუძლებელი იყო და მატჩიც მიმდინარე ანგარიშით დასრულდა.
იუვენტუსი 2-1 ტორინო
ტურინული დერბი და მატჩის 93-ე წუთი. უკვე დღეს (18.12.15) ეს მომენტი ითვლება გარდამტეხად, რომელმაც იუვენტუსს დაუბრუნა ის მენტალიტატი, რითაც ბოლო 4 სეზონი იგებდა ყველაფერს შიდა ასპარეზზე. ბრძოლა ბოლო წამამდე, გამარჯვების ჟინი და თვითრწმენა! რთულად მაგრამ იუვენტუსმა ტურინულ დერბიში იმარჯვა, პოგბა (19) კუადრადო (90+3) რომელმაც დაუდო დასაბამი მომდევნო გამარჯვებებს.
# ჩემპიონთა ლიგა # გლადბახი 1-1 იუვენტუსი
როგორც ტურინში გერმანიაშიც მატჩი ფრედ დასრულდა, იმის განხვავებით რომ აქ გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯონსონის მე-18 წუთზე გატანილ გოლს, გულზე ოპერაცია გადატანილმა ლიხშტაინერმა უპასუხე პირველივე ტაიმში (44) და მატჩიც შემდეგი ანგარიშით დასრულდა.
ემპოლი 1-3 იუვენტუსი
ზედიზედ ორი ასე ნანატრი გამარჯვება იზეიმა იუვენტუსმა ემპოლთან გასვლით მატჩში. მართალია მაკარონეს მე-19 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ მდოვრილს როლში აღმოჩნენ სტუმრები, თუმც 6 წუთიან მონაკვეთში მანძუკიჩისა (32) და ევრას (38) გოლების წყალობით წინ გავიდნენ ანგარიშში, მე-2 ტაიმში კი დიბალამ (84) მეტად დამაჯერებელი გახადა ანგარიში და მატჩიც ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა.
იუვენტუსი 1-0 მილანი
როგორც იტალიურ გრანდებს შეეფერებათ ისეთი ფეხბურთი იხილა სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა. გამარჯვება კი მასპინძლებს დარჩათ 65-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, რომელიც არგენტინელი ტალანტის პაოლო დიბალას ანგარიშზეა. იუვეს გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა, სულ ცოტა ნაბიჯები გვიკლია და მივაღწევთ გვირაბის ბოლოს, ჩასახული იმედები მყარდებოდა მომდევნო მატჩებში, როგორც ჩმ.ლიგაზე ასევე შიდა ასპარეზზეც.
# ჩემპიონთა ლიგა # იუვენტუსი 1-0 მან.სიტი
გამარჯვება ჩმ.ლიგაზე და ჯგუფური ეტაპის პირველ საფუხზე მოკალათებული ტურინელები. მანძუკიჩის მე-18 წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მატჩში, რომელიც საკმარისი იყო მორიგი 3 ქულის მოსაპოვებლად.
პალერმო 0-3 იუვენტუსი
იუვენტუსი პალერმოს და დიბალა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, მართალია არგენტინელს არ გაუტანია, მაგრამ სწორედ მისი საგოლე გადაცემით დააწინაური იუვე მარიო მანძუკიჩმა მატჩის 54-ე წუთზე. მე-2 და მე-3 გოლი კი მატჩის მიწურულს სტურარომ (89) და შეცვლაზე შემოსულმა ძაძამ (93) გაიტანეს.
ლაციო 0-2 იუვენტუსი
ზედიზედ მე-2 გასვლითი მატჩი სერია-აში და მორიგი გამარჯვება ლამაზი ფეხბურთის ფონზე! დიბალამ ჯერ მისი აქტიურობით გენტილეტი აიძულა, რომ გოლი (7) გაეტანა საკუთარ კარში, შემდეგ კი მანძუკიჩის პასით თავადაც გაიტანა ულამაზესი გოლი (32) და მატჩიც 0-2 დასრულდა.
# ჩემპიონთა ლიგა # სევილია 1-0 იუვენტუსი
ჩმ.ლიგის ჯგუფური ეაპის ბოლო ტური, იუვენტუს ფრეც აძლევს ხელს, რომ პირველი ადგილი დაიკავოს, მაგრამ არც მოწინააღმდეგე სევილია იყო მოტივაციის გარეშე, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში გადაინაცვლებდა ევრო ლიგის გათამაშებაზე. ჩვენდა სამწუხაროდ სევილიას მიერ გატანილ გოლს (65) ვერ უპასუხეს გოლითვე ტურინელებმა, ორი მეტად ხელსაყრელი მომენტი გააფუჭა ალვარო მორატამ, ხოლო დიბალას დარტყმული ძელმა მოიგერია და ჯგუფურ ეტაპზე მე-2 ადგილს დასჯერდნენ.
იუვენტუსი 3-1 ფიორენტინა
ტურინელები მე-4 საფეხურზე იმყოფებიან, სამეულში მყოფ ფლორენციელებთან კი ჩამორჩენა 5ქულაა, იუვეს გამარჯვება ესაჭიროება, რათა შეამციროს სხვაობა. მატჩი ჩვენთვის მოულოდნელად დაიწყო, პირველსავე შეტევისას მსაჯმა მეტად საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა იუვენტუსის კარში და ილიჩიჩმა მე-3 წუთზე მისიანები წინ გაიყვანა. სწრაფი რეაგირება მოახდინეს მასპინძლებმა გაშვებული გოლის მერე და უკვე მე-6 წუთზე კუადრადომ ყოფილ გუნდს გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის მეორე ნახევარი მეტად დაძაბულად მიმდინარეობდა, იუვე უტევდა და ელოდა მის შანს, ფიორენტინა კი თავს იცავდა, რომელიც მე-80 წუთამდე შეძლო. იუვემ სწრაფი შეტევა წამოიწყო და სისწრაფის ფონზე დიბალა გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, რომელიც მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე უძლური აღმოჩნდა და მანძუკიჩმა ტურინელები დააწინაური. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი დიბალამ მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა და მეტად გაალამაზა მისიანების გამარჯვება.
# იტალიის თასი 1/8 # იუვენტუსი 4-0 ტორინო
სეზონის დასასრულს გაიმართა იტალიის თასის მე-8 ფინალური დაპირისპირებები. მეტოქე თანაქალაქელი ტორინო იყო. როგორც ყოველთვის თასის თამაშებზე როტაციას მიმართა ალეგრიმ, კარში ბუფონის ადგილზე ნეტო იდგა. მოედანზე გამოჩნდა დანიელე რუგანიც, რომელიც ბონუჩისთან და კიელინისთან ერთად ამაგრებდა დაცვის ცენტრს. არ იყო სიახლე ნახევარდაცვის ხაზში, პოგბა-მარკიზიო-ხედირა. შეტევაში კი დიბალა-მანძუკიჩის დუეტი ძაძა-მორატამ ჩაანაცვლა, რომელთა აქტიურობამ და ნაყოფიერმა თამაშმა გამოიღო შედეგი. ძაძას დუბლსა (28,51) და მორატას ორ საგოლე გადაცემას, შეცვლაზე შემოსული დიბალას გოლი (73) და პოგბას (82) მიერ საჯარიმო დარტყმით სეზონში პირველი გატანილი გოლი მოჰყვა. იტალიის თასის 1/4 ფინალი 20 იანვარს გაიმართება რომში ლაციოს წინააღმდეგ.
2015 წლის სეზონის დასკვნითი მატჩი იუვენტუსს კარპისთან ელის სტუმრად. მეტოქის შეუფასებლობა არ შეძლება, რამეთუ თავად გამოვცადეთ მიმდინარე სეზონში ყოველივე ეს კიევოსა და ფროსინონესთან დაპირისპირებაში, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ კარპმა გამოთიშა იტალიის თასის გათამაშებას ფიორენტინა მისსავე მოედანზე. ასე, რომ ერთად დაველოდოთ კვირას გასამართ დაპირისპირებას (15:30 ჩვენი დროით) და სეზონიც გამარჯვებით დავასრულოთ. შემდეგ კი იტალიაში გამოცხადდები საახალწლო შესვენება, რომელიც 6 იანვრამდე გაგრძელდება. ამ დღეს კი იუვენტუსი შინ უმასპინძლებს ვერონულ კლუბს ვერონას და 2016 წლის სეზონსაც გახსნის.
იმედი მაქვს, რომ ყველამ ისიამოვნეთ ამ სტატიით, რომელიც მიზნად ისახავდა მიმდინარე სეზონის მცირე შეჯამებას.
კეთილი სურვილებით თქვენი იუვენტინო ,,Qasra”
მადლობა, ქასრა, მაგარი სტატიაა ოღონდ ერთი შენიშვნა – არასწორია “მისიანი”, სწორია “თავისიანი”
გუნდოგანი მოიკვანეო იკნემ მაროტა დალალო
გაიხარე გიო, კარგი სტატია გამოვიდა