სპინოზი:”იუვე, რატომ ბანეგა, როდესაც ჰერნანეში გყავს?”
ფიფას აგენტის ლოდოვიკო სპინოზის მოსაზრებით იუვე არ აპირებს ძაძასთან განშორებას:”ძაძა? მშვენივრად ასრულებს საკუთარ საქმეს და ნაკლებად მოსალოდნელია იუვე მას შეელიოს. მითუმეტეს მანჯუკიჩი 30 წლამდეა და სიმონეს სახით კვალიფიციური შემცვლელი ესაჭიროება. ბანეგა? ძალიან საინტერესო ფიგურაა და მისით იუვე მართლაც არის დაინტერესებული, თუმცა ვერაფრით ამიხსნია თუ რატომ უნდა შეიძინონ.. დღეისათვის გუნდში ჰყავთ მარკიზიო და ჰერნანეში, რომლებიც იდენტურ სამუშაოს ასრულებენ.. დიახ, ბრაზილიელი არ ბრწყინავს, მაგრამ ეს დიდწილად მის განსხვავებულ პოზიციაზე ყოფნის ბრალია. ჰერნას მწვრთნელისგან მეტი სათამაშო დრო და ნდობა ესაჭიროება”.
წყარო: tuttojuve
რატომ ვერატი როცა ერნანეშია? ფუ ერნანეში როგორ უნდა მოიყვანო გუნდში
ძაძა ბარსელონას უნდა თუ რა დაწერეს?