ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

2015/16 შეფასება – მასიმილიანო ალეგრი

2015 წლის მაისში, როცა მასიმილიანო ალეგრიმ “იუვენტუსთან” ერთად სკუდეტო და იტალიის თასი მოიპოვა, “იუვენტუსის” დირექტორმა, ბეპე მაროტამ, გაიხსენა შემთხვევა, რომელიც გუნდში ალეგრის მოსვლისას მოხდა: “მანქანით მივდიოდი მასიმიალიანოსთან ერთად, განრისხებული გულშემატკივრები კი მანქანას კვერცხებს ესროდნენ და ახალ მწვრთნელის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდნენ”. ძალიან მალე, როცა გუნდმა სკუდეტოც მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იასპარეზა, გულშემატკივრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ძალა ირწმუნეს და უკვე მისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვებისკენ მოუწოდებდნენ გუნდის ხელმძღვანელობას, რომელიც ამ მოწოდებების გარეშეც ამზადებდა ახალ შეთავაზებებს მაქსისთვის.

თუმცაღა, ამა წლის ოქტომბერში, ალეგრი კიდევ ერთხელ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში. 5 ქულა პირველ ჩატარებულ 6 შეხვედრაში, მე-12 ადგილი 10 ტურის შემედეგ სერია ა-ში და მიზერული შანსები ჩემპიონის ტიტულის დაცვისა.

მაგრამ, რაც ამის შემდეგ მოხდა იყო თითქმის სენსაცია. ალეგრი ბრწყინვალედ ხელმძღვანელობდა გუნდს, და “იუვენტუსმაც” 26 ჩატარებული შეხვედრიდან 25 მოიგო, რის შედეგადაც დაეწია და გადაასწრო სატურნირო ცხრილის სხვა ლიდერებს. “ბიანკონერი” აგროვებდა ქულებს ისეთი ინტენსიობით, რომლის განმეორებაც სხვა გუნდების ძალებს აღემატებოდა, კლუბმა გაამჯობესა საკუთარი რეკორდი ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებებისა (15 წინა რეკორდი) და, ასევე, დაამყარა ჩემპიონატის რეკორდი “მშრალად” ჩატარებული შეხვედრების მიხედვით. ჯიჯი ბუფონმა 10 შეხვედრაში საკუთარი გუნდის კარი მშრალად დაიცვა და ჯამში 973 უგოლო წუთი გაატარა საკუთარ კარის ხაზთან.

უდაოა, ეს სეზონი იყო რეკორდებისა და მიღწევების წელი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნაღვაწთან ერთად, ალეგრის შეგირდებმა ამ დაუვიწყარი “ქამბექისას” შეძლეს და გახდნენ პირველები, ვინც ზედიზედ ორჯერ მოიგო როგორც სკუდეტო, ასევე იტალიის თასი, რაც  ამ ხუთწლიანი ჰეგემონიის დაგვირგვინებად იქცა.

თუმცაღა, ალეგრის  ნამუშევარი 2015/16 წლებში რთული შესაფასებელია, რამეთუ სეზონის სტარტზე იტალიელმა სპეციალისტმა გარკვეული შეცდომები დაუშვა. სიმონე პადოინის სასტარშო გამოჩენა იყო მიზეზი, რის გამოც სერია ა-ს პირველ ტურებში ყველაზე ხშირად აკრიტიკებდნენ “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელს, თუმცა მაქსს ამის ახსნაც შეეძლო. წლის დასაწყისში, გუნდში ტრავმების ნამდვილი ეპიდემია მძვინვარებდა: ნახევარმცველებიდან სამი ხედირა და კლაუდიო მარკიზიო ვერ ეხმარებოდნენ თანაგუნდელებს და ალეგრისაც სხვა არჩევანი აღარ რჩებოდა, გარდა სიმონე პადოინისა. “მილანის” ყოფილი მწვრთნელი კიდევ ერთხელ მოხვდა კრიტისკოსების საცეცებში, როცა მიუნხენის “ბავარიასთან” მერვედფინალურ დაპირისპირებაში ალვარო მორატა გაიყვანა მოედნიდან და გუნდს შეტევითი პოტენციალი მოუკლა, რითაც გერმანელებმა კარგად ისარგებლეს და მატჩის ბედი მათ სასარგებლოდ შემოაბრუნეს, თუმცა მეორე მხვრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ალეგრი ძალიან ხშირად, სწორედ გამოცნობილი შეცვლების შედეგად აღწევდა წარმატებას და სათადარიგოთა სკამიდან შემოსული ფეხბურთელები იღბლიან “ჯოკერებად” გვევლინებოდნენ.

იმ მწვრთნელებს შორის, რომლებიც ახლა თავკაცობენ სერია ა-ს გუნდებს ალეგრის დაგროვილი ქულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს: საშუალოდ 1.88 ქულა.

ფაქტია, გუნდის გამარჯვებების სერია დაიწყო 31 ოქტომბერს, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ალექს სანდრომ და ხუან კუადრადომ გამარჯვების გოლი და ასისტი მიიწერეს. შეცვლებმა ასევე  საკვანძო როლი ითამაშა “მანჩესტერ სიტის”, “ფიორენტინასა” და “ბავარიის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებშიც. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა სიმონე ძაძამ გაიტანა გამარჯვების გოლი ნეაპოლიტანური “ნაპოლის” წინააღმდეგ სერია-ას შეხვედრაში, რომელიც თითქმის სკუდეტოს ფინალად იყო მონათლული. ასევე იტალიის თასის უკვე ნამდვილად ფინალი გავიხსენოთ,  სადაც სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ესპანელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ, ბურთთან მეორე შეხებისთანავე  გადამწყვეტი გოლი შეაგდო, ხოლო ასისტი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა ვინ? ასევე შეცვლაზე შემოსულმა ხუან კუადრადომ!

ახალგაზრდა ფეხბურთელები, დანიელე რუგანი, პაულო დიბალა და მარიო ლემინა უნდა უმადლოდნენ ალეგრის მათი განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის, მადლიერი უნდა იყოს პოლ პოგბაც, რომლის მნიშვნელობა გუნდში ალეგრის მოსვლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.

ამ ზაფხულს უკვე ოფიციალურად დადადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 48 წლის იტალიელი სპეციალისტი გუნდთან ერთად 2018 წლის ბოლომდე დარჩება, ხოლო თვით ალეგრიმ განაცხადა, რომ მზადაა გუნდში უფრო დიდხანს დარჩეს, ვიდრე ეს ახალი კონტრაკტით არის განსაზღვრული.

ჩემი მომავალი? ეს “იუვეა”. ჩვენ იდეალურად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენ დავიწყეთ ახალი  10 ახალ ფეხბურთელთან ერთად და იმისათვის, რომ გავუთანაბრდეთ ევროპის წამყვან კლუბებს, რომელთა ბიუჯეტიც ჩვენსას გაცილებით აღემატება, საჭიროა კარგად ორგანიზებული გუნდი, სწორედ ისეთი, როგორიცაა “იუვენტუსი”. ვიმედოვნებ ტურინში დიდი ხნით დავრჩები, რადგან აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ.” ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ალეგრი.

ამ სეზონის შემდეგ, მწვრთნელის პოზიციას კლუბიც იზიარებს. რა თქმა უნდა, “იუვენტუსი” ჯერ არ არის სრულყოფილი გუნდი, თუმცა ფაქტია, ის დაკომპლექტებულია ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებით. ეს ნიჭი კი უდაოდ საჭიროებს წინამძღოლს და ვფიქრობთ, ალეგრი იდეალური კანდიდატურაა ახალგაზრდა თუ ვეტერანი “ბიანკონერების” საჭეთმპყრობლობისათვის.

შეფასება: 5 ქულა 5-დან

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ალეგრი სკუდეტო დადე

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<