კასერესი:”იუვეს მაისურს პირველივე დღიდან ვუფრთხილდები”
გუშინდელი ოპერაციის შემდეგ მარტინ კასერესი პირველ კომენტარს აკეთებს:
“ვწუხვარ, რომ ვადაზე ადრე მიწევს სეზონის დასრულება.. მერწმუნეთ ჩემთვის იუვენტუსის მაისური პირველივე დღიდან განსაკუთრებული გახდა.. მას გამორჩეულად ვუფრთხილდები და მომავალშიც ასე იქნება. ბოლომდე ვიბრძოლებ და არასოდეს დავნებდები, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდე.
დიდი მადლობა თითოეულს მხარდაჭერისთვის! განსაკუთრებით პარტნიორებს, დანიელ ფონსეკას და ჩემს მეუღლეს!”
მის გარდა პრესის წარმომადგენლებს მარტინის დედაც გაესაუბრა:
“მისთვის ერთადერთი გუნდი არის იუვენტუსი და არასოდეს დაფიქრებულა ტურინიდან წასვლაზე.. ის და მისი ოჯახი აქ იდეალურად გრძნობენ თავს.. უფრო მეტიც, მარტინის მეუღლემ იტალიურის სწავლა დაიწყო.
ჩემი შვილი არც კი განიხილავს იუვედან წასვლის შესაძლებლობას”.
წყარო: football-italia
კასარეს მაგარი კაცი ხარ.
Daje ruganic ar minda amis xarjze exla ro davufiqrdi. Imedia datoveben
უნდა გაუხანგძლივონ კონტრაქტი!!!