ალეგრი: ” “ნაპოლისთან” მატჩი გადამწყვეტი არაა”
“იუვენტუსმა” დღეს კიდევ ერთი სამი ქულა მიითვალა აქტივში და ხვალიდან “ნაპოლისთან” შეხვედრისთვის დაიწყებს მზადებას. ჩემპიონატის ლიდერების დაპირისპირებას მთელი იტალია სულმოუთქმენლად ელოდება, თუმცა “ბიანკონერის” დამრიგებელი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სარის გუნდთან ჯახი “სკუდეტოს” ბედს არ გადაწყვეტს…
” კარგი თამაში იქნება, მაგრამ “სკუდეტოს” ბედს არ გადაწყვეტს. ასეა თუ ისე, ამ მატჩს მომზადებულები შევხვდებით. ისეთი ფეხბურთელები ჩვენც გვყავს, რომლებზეც ნეაპოლელები უნდა ღელავდნენ. სარი მხოლოდ შემიძლია შევაქრო, შესანიშნავ სეზონს ატარებს. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ასე ლიდერობდა “ნაპოლი”. “
” ბიჭებმა დღეს კარგად ითამაშეს, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. ზოგჯერ, იცი, რომ ადრე თუ გვიან გოლი გავა და ასეთ მომენტებში სიჩქარე მხოლოდ ოპონენტებს აძლევთ ხელს. დასაწყისში ორი კარგი შანსი გვქონდა, შემდეგ გაგვიჭირდა, რადგან “ფროსინონე” კარგად იცავდა თავს. უფრო მშვიდები და ზუსტები უნდა ვყოფილიყავით. როცა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გყავს გუნდში, ცხადია, შეცდომებიც იქნება. “
“კიელინი? სამწუხაროდ, წვივის მორეციდივე პრობლემები აქვს. სამაგიეროდ, ანდრეა ბარძალის, დანიელე რუგანისა და სტეფან ლიხტშტაინერსაც კი შეუძლიათ ცენტრალურ მცველად თამაში. “ -აცხადებს ალეგრი.
წყარო: football italia
წელს იუვეს იმედი მაქვს როგორც ყოველთვის.მინდა ბაიერნი გავუშვათ სახლში.როგორც შარშან რეალი და დორტმუნდი
წელს იუვე გახდება ჩემპიონი
საიტის ხელმძღვანელობას მივმართავ:
მთავარ გვრდზე მარცხენა ზედა კუთხეში ანგარიში 0:0 წერია და გთხოვთ რო შეასწოროთ თორე რაგაც ცუდი შეგრძნებაა რო ვუყურებ :)))) მადლობას გიხდით წინასწარ
არ ინერვიულოთ ნაპოლს მჰვიდათ მოვუგებთ და მერე ყველაფერი იუვეს ხელჰი იქნება. ახლა არ გინდა ლოდინი ჯერ 13 რიცხვის მერე ოდასამის. წარმატებები იუვეს.
იმედია ჯორჯო გვეყოლება ნაპოლისთან და ბაიერნთან ძაან დიდი ძალააა
დაიღალა ნაპოლი და ჩვენც მალე დავეწევით .
ისე ძაან გამოხარდა ლემინას და ფერეირას დაბრუნება. იმედია ასამოაც მალე შემოგვიერთდება
ნაპოლის ევროთასების მატჩების მერე სავარაუდოდ კრიზისი დაეწყება და უნდა ვისარგებლოთ. არ ყავთ ძლიერი სკამი რომ ორ ფრონტზე იბრძოლონ. აი მანდ უნდა დავიჭიროთ და გადავასწროთ კომფორტული სხვაობით. ან ეს იგუაინი გაიტრავმოს და მორჩა ნაპოლის ბაირამობა )))
ფროზინონეს დედა ვატირე. დაჩეხეს ბიჭები. მაგათი ტლოპინა მწვრთნელი უნდა გახეტქო ცემაში, რომ ბლატაობდა ნაპოლის და ტორინოს გავახარებო, ეგეთი დავალება მისცათ რომ ეუხეშათ ყველა მომენტში. მსაჯიც ბრმა იყო.
კიელინი აუცილებელია ბავარიასთანაც და ნაპოლისთანაც…
ბარსასთან ძაან დაგვაკლდა ფინალში, სუარესის მინიმუმ არ დაამატებინებდა ბურთს მეორე გოლზე… ზოგჯერ მოსდის შეცდომები, მაგრამ ტრიო ბარძა ბონუ კიე კედელია…
Pintu-ricchio
რაღაც არ მომწონს ამის საუბარი, რა ლიხშტაინერი, მაგის ცენტრალური მცველობაღა გვაკლდა, რაღაც სერიოზული არ სჭირდეს კიელინის
nelნელა ტრავმები იმატებს და ეგ მიხეთქავს გულს,ძალიან იმრავლა და არ მინდა გადამწყვეტ თამაშებში ხალხი გვაკლდეს,არადა ახლოვდება ეგეთი მატჩები