ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრანდელი:”თუ ნაპოლიმ იუვე დაამარცხა..”

ჩეზარე პრანდელის განცხადებით, თუ მოახლოებულ დაპირისპირებაში ნეაპოლიტანელები ტურინელებს მისსავე მოედანზე დაამარცხებენ, ისინი სკუდეტოზე რეალურ პრეტენზიას განაცხადებენ:

“მერწმუნეთ წინ დიდი სანახაობა გველის. ორივე გუნდი ფიზიკური ფორმის პიკზე იმყოფება და ვეჭვობ, დინამიური შეხვედრა გველის.. ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე ტაქტიკური ჩანაფიქრები, უბრალოდ მოთამაშეები საკუთარი შანსის მაქსიმალურად გამოყენებას ეცდებიან.

სარისთვის მთავარი დასაყრდენი ძალა არის ფლანგები.. ინსინიემ და კალეხონმა ამინდი უნდა შექმნან, მაგრამ მათ წინააღმდეგ ძალზედ დიდი ძალა იასპარეზებს და თუ სადავეები ხელიდან გაუშვეს, მაშინ იგუაინი პრაქტიკულად მარტო დარჩება მცველების მარწუხებში.

რთულია პროგნოზირება, მაგრამ თუ იუვენტუსი მის არენაზე დაამარცხეს, მაშინ ნეაპოლიტანელები სკუდეტოზე დიდ მოთხოვნას გააკეთებენ.. ხოლო იუვეს გამარჯვების შემთხვევაში სხვაობა დიდი არ იქნება და კლუბები ბოლო წამამდე განაგრძობენ ბრძოლას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კლაუდიო რანიერის მიმართ აღფრთოვანება გამოვხატო. იგი ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს და სრულიად იტალია გულშემატკივრობს. მისი ყოველდღიური სამუშაო აპლოდისმენტებს იმსახურებს! დაე, ყველანი ერთად მის გვერდით დავდგეთ.

აპენინებზე მის მიმართ დიდი უნდობლობა შეიმჩნეოდა და ვფიქრობ, ეს ჩინებული რევანში გამოდგა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
კბქრ
კბქრ
8 years ago

მაინც და მაინც ახლა, მანჯუკიჩიც და კიელინიც.არც ერთი არ იქნება მოედანზე. თავდასხმას მივხედავთ რადგან მორატაც და დიბალაც ნორმალურ ფორმაშია თან ძაძაც აქვეა თუ რამეა, მაგრამ დაცვა, დაცვას რა ვუქნნათ? ხომ არ გვავიწყდება რომ ჰიგუაინი ერთერთი საუკეთესო ბომბარდირია ამ სეზონში და დაცვები მის წინაშე უძლურები არიან, მე მჯერა რომ კიელინი ას დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა და კარამდე არც მიუშვებდა მაგრამ ახლა სხვისი იმედი უნდა გვქონდეს. არ ვგულისხმობ ბონუჩის და ბართზალს ისინიც კარგები არიან მაგრამ კიელინის შემცვლელს ვგულისხმობ, მისსავე გამოცდილს, რომელმაც იცის ნაპოლის ძალა და გამოცდილი აქვს მასთან თამაში…

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

შანსი არაა ეგ თამაში X2 წამოვიდეს, იუვე არგამაზავს

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ikitxa kaco ikitxa )))

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გაგვიჭირდება, მაგრამ უნდა მოვიგოთ

ჩემი აზრით ფრე მორჩება

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ტურინჰი იუვეს დამარცხება ომის მოგებაა და იოლი ომი არ ექნება ნაპოლს და არც არავის. აქ მუდამ ერთი გუნდი იგებს ეს იუვენტუსია. :forza: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დონ ჩეზარე რამე ხომ არ გეშლება..ვინ დაამარცხებს ტურინში იუვეს? :)

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x