იტალიური აურზაური დიდი მატჩის წინ
“იუვესა”და “ნაპოლის” შეხვედრის ირგვლივ კომენტარები არ წყდება.
“ნაპოლის” მწვრთნელის მაურიციო სარის აგენტი ირწმუნება, რომ სარი მოსაგებად ემზადება. “უმჯობესია დავმშვიდდეთ, “ნაპოლიმ” თავის ძალაზე უნდა იფიქროს და მეტზე არაფერზე. სარი ყოველ თამაშზე მოსაგებად ამზადებს გუნდს, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება მინდორზე. ამას საბოლოო შედეგიდან გავიგებთ.”
აღნიშნული მატჩისთვის მსაჯად დანიშნული იყო ნიკოლა რიცოლი, რომელმაც ტრავმა მიიღო და მას დანიელე ორსატო შეცვლის. “ორსატო ძალიან კარგი კანდიდატურაა ამ მატჩისთვის, თუმცა დანარჩენს მოედანზე ვნახავთ,”- აცხადებს სარის აგენტი.
რიცოლისთან დაკავშირებით პატარა სკანდალიც მოხდა იტალიაში: TGcom-ის დირექტორმა პაოლო ლიგუორიმ ერთერთ გადაცემაში რიცოლის ტენდენციურობაში დასდო ბრალი:”რიცოლი საუკეთესო მსაჯი? დიახ, თუმცა არა იუვენტუს სტადიუმზე. არანაირი საბუთი არ მაქვს, მაგრამ როდესაც ის შეცდომას უშვებს, ეს ერთი მიმართულებით ხდება; დარწმუნებული ვარ და მათემატიკურადაც მოსალოდნელია, რომ რიცოლი შეცდომას “იუვენტუსის” სასარგებლოდ დაუშვებს.”
აღნიშნულ კომენტარს ნიკოლა რიცოლი და მსაჯთა ასოციაცია გამოეხმაურა, რომლებიც ლიგუორის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებენ ცილისწამებისთვის.
წყარო: Football Italia
იუვეზე დიდი ხანია არ დამიდია,ერთხელ მაგარი ბილეთი გამიფუჭა და გაორებული გრძნობა დამიტოვა.ძაან არასასიამოვნო იყო და გადავწყვიტე არასოდეს მეთამაშა …
ერთი ვიცი სულ იუვეს წაგებაზე წერდა და რო კითხეს რატოო, უპასუხა თუ მოიგო გამიხარდებაო, თუ არადა ფულს მაინც მოვიგებო
ნაპოლიზე ხომ არ დავდოთ ყველამ ერთად
არ მგონია იუვეს ჩემზე დიდი ხანი გულშემატკივრობდეთ ვინმე, როცა ტოტალიზატორში იუვეს მოგებას ვწერ ყოველთვის აგებს ან ფრეს თამაშობს ეგრე მაქ დაცდილი, დღეს ვერ მოვითმინე და ერთიანი დავწერე იმედია მხოლოდ ცრუწმენააა )))
იუვეს მოგებაზე მეც ზუსტად მასე ვარ, არასდროს არ ვდებ!!! ორჯერ-სამჯერ დავდე ალბათ სულ და მემგონი სულ გააფუჭა!!! ისე მაინტერესებს რამდენი ხანია იუვეს ბალელშიკობ, მეც კაიხნის სტაჟი მაქვს!
არ გვაქ საქმე სანირვიულოდ რა იუვე მოიგებს მსაჯი იმედია ობიქტურად მოიქცევა ყველა ჰემთხვევაჰი.
და სავარაუდოდ ეგ ორსატო ნაპოლის კაცი იქნება და ეგ მაფიაა რაღაც მსაჯის ცვლილებასთან დაკავშირებით… თუმცა არ ღირს ამხელა აჟიოტაჟი, ძალიან მარტივად მოვუგებთ და მშვიდად, მაქსიმუმი ფრე იყოს ნაპოლის დადებითი შედეგი…
თამაში ტურინშია, რომ იყოს ნეაპოლში მაშინ ნაპოლი მოიგებდა…
კაით რა ნაპოლი მოსაგებად მოდის არა ის კიდე
ძლივს პირველი ადგილი დაიკავეს და გახადეს გუნდი საოცრება
იუვემ მაგრად დააგვიანა ფორმაში შესვლა მარა მაინც მაგრად ამოუქაჩეთ ამ ერთჯერადებს.ესენი ჩვენ ვერ გაგვიქაჩავენ თუმდაც ეს თამაში ვერ მოუგოთ!
მაგასაც ალეგრის დააბრალებენ
msajis travma raghac axalia ??? :D