დიბალა: ” ბომბარდირობას ჩემპიონობის სანაცვლოდ ახლავე დავთმობდი “
პაოლო დიბალა მალე იქცა “იუვენტუსის” ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ ფიგურად და სამართლიანად ასახელებენ კარლოს ტევესის ღირსეულ მემკვიდრედ. ახალგაზრდა ფეხბურთელს შაბათს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს და, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, მზადაა გამარჯვების სანაცვლოდ იგუაინს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც დაუთმოს…
” იგუაინი ჩემი მეგობარია, ნაკრებში თამაშის დროს გავიცანი, მაგრამ ამავე დროს ჩემი მეტოქეცაა და ჩემპიონი, რომელიც მინდა დავამარცხო ტიტულებისა და გატანილი გოლების თვალსაზრისით. ვარ თუ არა თანახმა, იგუაინი გახდეს ბომბარდირი, თუ”იუვე” სკუდეტოს” მოიგებს? ამას ახლავე მოვაწერდი ხელს, როგორც ისურვებთ! ”
” ტევესი? როცა “პალერმოში” ვიყავი “იუვენტუზე” მესაუბრა და ბედნიერი ვიქნებოდი, მის გვერდით თამაშის საშუალება მომცემოდა. ასეთი ჩემპიონის გვერდით ყოლა ყველაფერს უფრო ადვილს ხდის. “იუვეში” მოსვლის პირველ დღეებში მაქს ალეგრი ძალიან დამეხმარა, ცოდა დრო მჭირდებოდა, ადვილი არაა “პალერმოდან” “იუვენტუსში” გააგრძელო თამაში. ” -აცხადებს დიბალა.
წყარო: football italia
იუვე ჩემპიონი გახდება მაარა დიბალა იგუანს ბომბარდირობაში ნაგდად ვერ შეეცილება წელს. აი მომავალ წელს კიიიიი უკვე ყველაპერი წინ აქვს და შეუძლია მაგრად მოუმატოს
ვიდალი იყო ტიპიური პროვინციელი, დიბალა სხვა დონეა, მიზანდასახული და მონდომებული. ამ ბიჭის ზედმეტი არაფერი შემინიშნავს, ყველაფერი აქვს იმისთვის რომ 3 4 წელიწადში მესისა და რონალდოს დონეზე ავიდეს.
Pოგბა წავა და Dიბალაც მიყვება
ზატო ინტერში მაინც არ გადმოვა შენს გასახარად
me laციოს ფანი ვარ :დდდ
Eგრე იხეოდა ვიდალიც Iუვეს სიყვარულით მაგრამ … )))
მაგარი ხარ დიბალა.