სარი აქცენტს სტანდარტულ მდგომარეობებზე გააკეთებს?
“იუვე” – “ნაპოლის” წინ ჟურნალისტები მხოლოდ ინტერვიუებით არ კმაყოფილდებიან. სხვადასხვა გამოცემების ჯაშუშები გულმოდგინედ ზვერავენ მოწინააღმდეგე მხარეების სავარჯიშო ბაზებს. Radio Kiss Kiss იმასაც იუწყება, რომ სარიმ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან თავის დასაღწევად კასტელვოლტურნოს სავარჯიშო ბაზა დაკეტა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა…
გამოჟონილი ინფორმაციით, დღევანდელი სავარჯიშო სესიის უდიდესი ნაწილი ე.წ “მკვდარი ბურთის” სიტუაციებს დაეთმო (იგივე სტანდარტულ მდგომარეობებს), ანუ იმას, რასაც “ნაპოლის” თავკაცი “ემპოლიში” ადრეც გულმოდგინედ ამუშავებდა. როგორც ჩანს, ნეაპოლელთა დამრიგებელს ჯიორჯიო კიელინის არყოფნაში მეორე სართულზე უპირატესობის მოპოვების იმედი აქვს და გათვლას ბრწყინვალე ფორმაში მყოფ და ამასთან მეორე სართულზე ბრძოლაში არცთუ გამოუცდელ იგუაინზე აკეთებს.
წყარო: football italia
მთავარია ფლანგები ჩაუკეტოს იუვემ ძალიან სწრაფად გადადიან კონტრ შეტევაზე ამიტომ ლიხშტა უნდა იყოს ყურადღებით
ეს თამაში თუ მოვიგეთ ინტერის რეკორდი დამხობილია ჩათვალეთ
მთავარია მოვიგოთ და არ აქვს ამას მნიშვნელობა ვინ გაიტანს თუნდაც ამ გოლის ავტორი პადოინი იყოს ჩვენ გვინდა 3 ქულა და 15 გამარჯვება ზედიზედ.
რა მოიფიქროს არ იცის რო მოიგოს მარა ნურას უკაცრავდ ამ თამაჰს იუვე იგებს.
ჯორჯოს არ ყოფან უდიდესი დანაკლისოა გუნდითვის და ესეთ თამაშებს მაგრად თამაშობს ხოლმე მარა ფაქტია დაგვაკლდება :( საინტერსო რა ტაქტიკით ვითამშებთ 3-5-2 ან 4-3-3 ჯორჯოს არყოფნაში 4-3-3 აჯობებს ალბათ.
ჯიჯი-ბონუჩი ბარძალი ლიხკო სანდრო
მარკიზიო სტურარო პოგბა კვადრადო დიბალა მორტა
ბარძაღლი ადგილზეა სტანდარტს დაახურებს იგუაინს თავზე
Movigebt
იგუაინი კაი ბიჭია, მაგრამ იუვეე დაამწუხრებს.. დიბალაა, პატარა მკვლელიი იქნება ამაში დამნაშავე..
ხალხო, რატო ლაპარაკობთ ნაპოლიზე ისე თითქოს ვერონა იყოს?! ჩვენზე მეტი ქულა აქვთ, ჩვენზე ნეტი გოლი გააქვთ და უფრო მხიარულადაც თამაშობენ. იგუაინზე საერთიდ არაფერს ვამბობ (24!)
P.S. პირველი თამაშიც მოგვიგეს
ხოდა პირველი რო მოგვიგეს რევანშის დროა მეგობარო
ეგრე პირველი თამაში რომამაც მოგვიგო და უდინეზემაც, მაშინ იუვე ჯერ კიდევ შეუთამაშებელი იყო, ამით იმას არ ვამბობ, რომ ნაპოლი სუსტია, აშკარაა რომ იტალიაში იუვეს შემდეგ საუკეთესოა. ამ თამაშში კი აშკარა ფავორიტი იუვეა, მაგაში 2 აზრი არ არის. რომ არა ჩავარდნა ნაპოლი ახლა მინიმუმ 6 ქულით უკან იქნებოდა.
რაც შეეხება იგუაინს, ჩემს პირად აზრს ვაფიქსირებ, რომელიც უფრო იმიტომ ჩამომიყალიბდა რომ ნაპოლის ვგულშემატკივრობ იტალიაში იუვეს შემდეგ, რადგან ევროპაში სამარცხვინო რომაულ კლუბებზე ბევრად ღირსეულად გამოდის. ტიპი არის 100% ით ლუზერი, გადამწვეტ სიტუაციებში ყოველთვის ნაგავია, იგუაინის ბრალია ის რომ ლაციო გავიდა ლიგის საკვალიფიკაციოზე, ის რომ დნოპრომ ნახევარფინალში ნაპოლი გამოაგდო, ის რომ არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა ვერ მოიგო. ტიპს შეუძლია გუნდი მხრებით მიათრიოს ფინიშის ნიშნულამდე და მერე ყველაფერი გააფუჭოს. მაგარი ხასიათის ფეხბურთელია, წყეხს ვერ უძლებს.
იგუაინს ფრენის დროს დაბლიდან რამე არ ატაკონ მეორე სარტულზე არა და