მაროტა:”ჩვენი გამარჯვებები ალეგრისთან ერთად გაგრძელდება”
გთავაზობთ ბიანკონერის გენერალური დირექტორის ჯუზეპე მაროტას ვრცელ ინტერვიუს:
სატრანსფერო პროგრამა, გეგმები და მიზნები..
“ფეხბურთში უკვე წლებია ვიმყოფები და კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რაოდენ ცუდი შედეგი მოაქვს დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. როდესაც ჩვენ ვიდალმა, პირლომ და ტევესმა წასვლა გადაწყვიტეს, ჩვენ მათი ჩანაცვლება ახალგაზრდა ფეხბურთელებით შევძელით.. შესაძლოა ნაკლებად გამოცდილები იყვნენ, მაგრამ სამაგიეროდ ნიჭიერი ახალგაზრდები დიდ მომავალს შექმნიდნენ”..
ბაიერნი..
“სერია ა-სგან განსხვავებით ლიგა რადიკალურად სხვა ტიპის ტურნირია.. თუ შიდა ასპარეზზე გარკვეული სვლებისთვის რამდენიმე მატჩი გაქვს, ევროპაში ერთ კონკრეტულ დაპირისპირებაში წყდება ყველაფერი. ბაიერნი ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და შეხვედრაში ბევრი რამ გამოჩნდება. თუმცა, უპირველესყოვლისა კონცენტრირებულნი ბოლონიელებთან მატჩზე ვართ..”
კუადრადო..
“რა თქმა უნდა გარკვეულ რისკზე წავედით, როდესაც გამოსყიდვის გარეშე გავიფორმეთ.. თუმცა, ლონდონელებთან ჯენტლმენური ხასიათის შეთანხმება გვაქვს. იგი უდაოდ კარგი ფეხბურთელია და ალეგრის ტაქტიკურ მონახაზში ფუნდამენტურ როლს ასრულებს”.
ალეგრი ჩელსიში?
“როდესაც კლუბის საქმე ნაყოფიერად ვითარდება, არამარტო მის ფეხბურთელებს, არამედ მწვრთნელსაც სხვადასხვა გრანდში აგზავნიან.. თუმცა, იუვენტუსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ურთულესი ამოცანაა, როდესაც გიწევს მასზე ძლიერი გუნდის მონახვა. გამარჯვებათა ციკლი კარგია, მაგრამ ჩვენ მასსზე დაკმაყოფილებას კი არა გაგრძელებას ვგეგმავთ”.
დიბალა..
“რისკი ნამდვილად იყო, მაგრამ ყველაფერი გააზრებული გვქონდა. პალერმოდან-იუვეში ტრანსფერი ბუნებრივია კარიერული კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლაა.. დიდი ნიჭის პატრონია და ამის დემონსტრირებას თითქმის ყოველ შეხვედრაში ახდენს. თუმცა, დარწმუნებული ვარ პაულოს გაცილებით მეტი შეუძლია”.
შეძლებთ თუ არა ფეხბურთელების შენარჩუნებას?..
“პრესაში ამ კუთხით ბევრა რამ იწერება.. გამარჯვებებს შესაბამისი კაპიტალი მოაქვს და ჩვენ უკანასკნელ წლებთან შედარებით ბიუჯეტი გავზარდეთ.. შესაბამისად შეგვიძლია საკუთარ თავს მივცემთ იმის ფუფუნება, რომ გრანდიოზულ წინადადებებზეც ვთქვათ უარი.. ზამთარში მაგალითად ძაძას სანაცვლოდ 30 მილიონი ვუარყავით, ხოლო რუგანიზე 20..”
პოგბა..
“მსურს ხაზის გავუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მუშაობის შედეგი არ ყოფილა.. ნედვედვთან და პარატიჩთან მჭიდრო კავშირმა ჩვენი მიზნების ასრულება კიდევ უფრო ადვილი გახადა. პოგბა ფანტასტიკური დონის ფეხბურთელია, რომელსაც მსგავსად დიბალასი იუვესთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია”.
კონტეს შესაძლო დაბრუნება..
“კონტესთან ერთად იუვემ დიდი გზა განვლო.. სამ წლიანმა ურთიერთობამ ბევრი რამ მოგვცა და ეს ნორმალურია, როდესაც კონკრეტული ციკლი სრულდება. ის ფაქტი, რომ წლების შემდეგაც პრესა კონტეს იუვეში დაბრუნებაზე საუბრობს ადასტურებს, რაოდენ სწორი იყო თავის დროზე მისი ჩვენთან მოყვანა”.
არასოდეს თქვა არასოდეს..
“ფეხბურთში ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ გუნდი ალეგრისთან ერთად მოგებათა სერიას კიდევ დიდხანს განაგრძობს”..
წყარო: Tuttojuve
კარგად მახსოვს ამავე საიტზე რა გულმოდგინედ ვწერდი მაროტა და დელნერი მოსაშორებლები არიან თქო. დელ ნერი ნამდვილად მოსაშორებელი იყო და მოაშორეს კიდეც და ამ ბატონზე სიტყვები უკან მიმაქვს. ბრავო ….. ბრავო
bracci bayerns ar egadaoot rame sashineleba ar moxdes vapshe meshiniaa
Ki koshta dzlierad ki urtyams mara bolo tamashis wina tamashshi 3 metridan aacila cariel karshi
Iset xodze vart bavariasac mivayolebt
ნუ შეადარებთ ისეთი მაღალი კლასის შემტევებს, როგორებიც არიან რობენი და კოსტა, ხელმოცარულ, შემთხვევით კალეხონსა და ინსინიეს. ბევრად რთული იქნება ამათი გაჩერება, რადგან გარდა სისწრაფისა და კარგი დრიბლინგისა, ორივე ბრწყინვალედ ურტყამს შორიდან. მე მგონია, რომ ნახევარდაცვის სწორი თამაშის და დაცვისთვის სათანადო დახმარების შემთხვევაში შევძლებთ ბაიერნის ფლანგების გაჩერებას. მთავარია, რომ გოლი არ გავუშვათ და გატანის მცირე შანსიც კი გამოვიყენოთ. დიბალამ და პოგბამ უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა და თავს თავზე აიღონ შეტევაში თამაში. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ ევრას მაგიერ სანდროს დააყენებს, რობენის სისწრაფესთან გამკლავება გაუჭირდება ევრას.
=ტიგრანა= ბაერნში მაგარი ქაოსია. და უნდა გამოვიკენოტ. კვარდადო 3-5-2-საც კარგად მოერგო და მეტი რაკნას კარგად კომარობს. ტამაში ვერ ვნახე სანდრო ტუ ატამაშაა?
ბოლოს შემოუშვა დიბალას მაგივრად და საგოლე შეტევა წამოიწყო.
მოკლედ როგორც ნაპოლის ძირითადი ძალა სწრაფი და ტექნიკური ფლანგები იყო და მოახერხეს მათი გაჩერება და იგუაინამდე ბურთი არ მიატანინეს იგივე სიტუაციაა ბავარიასთანაც რა.უფრო ძლიერია რა თქმა უნდა მარა მაგათი მთავარი ძალაც არი ფლანგები.თუ მოახერხებენ მაგათ გაჩერებას მაშინ ლევანდოვსკიც ვერფერს იზამს:D
100% ფლანგების გარეშე არაფერია ბავარია
Braci gilocavt to magrad gamixarda sagoll samwuxarod arc miyurebia cotaxniswin gavige vapshe shedegi dzaan mindoda yureba mara… Daaxloebit shemeqna shtabechdileba wakitxvis da yurebis shemdeg mainteresebda magrad am taqtikit rogor itamashes mtavaria ro moiges da daibrunes rac ekutnodat imedia bonuchis travma araa seriozuli tore bavariastan dzaaan ki ara ganwirulebi viqnebit ra.sagol mainc napolis ra kargi konkurentia.zazam ra gaaketa to magrad gamixarda sagol.juve1 gilocav warmomidgenia ra moxdeboda aq
იმედია ესპანელმა ჟურნალისტებმა კითხვა კარგად იციან))
25 მილიონზე არიან შეთანხმებული ჩელსისთან. საოცრად უნდა ითამაშოს კვადრადომ რო გამოისყიდოს მაროტამ, რაც მეეჭვება მოხდეს
კუადრადომ ბოლო დროს აშკარად მოუმატა,ნელნელა შეეჩვია იუვეს სისტემას.არა მგონია ადვილად შეელიონ…
ყოველ შემთხვევაში რახან ჯენტლმენური შეთანხმება აქვთ ესეიგი ფასის დაკლებაზე არ დაჩალიჩდება მაროტა და არამგონია საბოლოოდ 25 მილიონი გადაიხადოს. ისე კი ძალიან კარგია კვადრო, არენდის და ხელფასის ფული უკვე ამოიღო ჩემი აზრით