ანჩელოტი საპონარათი დაინტერესდა..
მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე “ბაიერნი”-ს თავკაცად ყველასათვის კარგად ნაცნობი კარლო ანჩელოტი მოგვევლინება, რომელიც გუნდის გაძლიერებას იტალიელი ფეხბურთელებით ეცდება:
მის სატრანსფერო სიაში კი პირველ ნომრად “ემპოლი”-ს გამთამაშებელი რიკარდო საპონარა მოექცა.. აღსანიშნავია, რომ რიკარდოთი იუვეც არის დაინტერესებული და მაროტა მოკრძალებულ კლუბთან ზამთრის პერიოდში აქტიურად მართავდა მოლაპარაკებებს. თითქოს გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს, რომელიც ძალაში ზაფხულში შევიდოდა, მაგრამ პაპა კარლოს ჩარევამ არ არის გამორიცხული შემდგარი ბალანსი დაარღვიოს..
ბაიერნი მზად არის 20 მილიონი ევრო გაიღოს ნიჭიერ ტრეკუარტისტაში, რომელიც იუვენტუსის მიერ შეთავაზებულ 15-ს მნიშვნელოვნად სცილდება. პოტენციური ტრანსფერით საკუთარი ინტერესი აქვს მილანსაც, რომელიც საპონარას გაყიდვიდან თანხის 30 %-ი ეკუთვნის..
წყარო: tuttojuve
ხოდა მაჰინ იუვე იყიდის.
perspeqiuli bichia..ver daapasa milanma da ancheloti tyuilad ar gamoxatavda intereses
ფენერმა გაიტანა უკვე უეჭველი გამოაგდებენ რუსებს
72 %-ანი საპონი
წელს ძალიან კარგია საპონა
ტვინი მოტ.ნა ამ ანჩელოტიმ