ბონუჩიმ სრული დატვირთვით ივარჯიშა
დღევანდელი დღე ვინოვოზე საკმაოდ მხიარული და ამავე დროს დატვირთული აღმოჩნდა..
ალეგრიმ ვარჯიშები ორ სხვადასხვა დროს დანიშნა.. პირველი დილით ადრე, ხოლო მეორე შედარებით გვიან.. საბედნიეროდ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ბონუჩისთან დაკავშირებით გამართლდა და ფეხბურთელმა მეორე სამწვრთნელო სესიაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა.. შესაბამისად ბიანკონერის 19 ნომრის ასპარეზობა ბოლონიელებთან ეჭვებს აღარ ჰქმნის.. ფეხბურთელი მზად არის და თუ ალეგრი საჭიროდ ჩათვლის მის ასპარეზობას, მაშინ აუცილებლად დაიცავს საკუთარი გუნდის ღირსებას..
ალექს სანდროს ტრავმის ფონზე ბონუჩის სწრაფი გამოჯანმრთელება უდაოდ პოზიტიური შეტყობინებაა.. ხოლო ბრაზილიელთან დაკავშირებით ახალი არაფერია.. მას კუნთის პრობლემა უფიქსირდება და უფრო დეტალურ ინფორმაციას ხვალ შევიტყობთ. სამხრეთ ამერიკელი ვინოვოს ბაზაზე ესტუმრება და სრული სამედიცინო შემოწმების შემდეგ ტრავმის სიმძიმე დადგინდება.
წყარო: tuttojuve
კარგია ბონუს გამოჯანმრთელება