ინფორმაცია კლუბის ლაზარეთზე
ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ბუნებრივია იუვეს ქომაგებს კლუბის ლაზარეთში არსებულ მდგომარეობაზე მეტი ინფორმაციის გაგება სურთ:
დღეს, ვინოვოზე გუნდმა ორი ვარჯიში გამართა, რომელიც გულშემატკივრების თვალწინ განხორციელდა. დიახ, კლუბს ღია ვარჯიშის დღე ჰქონდა. ვინოვოზე გამოჩნდა ლეონარდო ბონუჩიც რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. შესაძლოა თავის დაზღვევის მიზნით ალეგრიმ იგი ბოლონიასთან დაპირისპირებაში არ გამოიყენოს, ხოლო ბაიერნთან მისი ასპარეზობა ზედმეტ კითხვებს არ ბადებს.
ლაზარეთში რჩება მარიო მანჯუკიჩიც, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სწრაფად მომჯობინებას და არც ინდივიდუალურ პროგრამაზე იძახის უარს. ხორვატი კარგ ტონუსში იმყოფება და თუ მართლაც მოხერხდა მისი ტრავმის სრულად მოშუშება, მაშინ ალეგრი მას ბაიერნთან აუცილებლად გამოიყენებს.
სასიამოვნო ინფორმაციაა კვადვო ასამოას თავს.. შესაძლოა განელმა ფეხბურთელმა მიმდინარე კვირასვე დაიწყოს სრული დატვირთვით ვარჯიში და შედეგად ბოლონიასთან მატჩშიც შეეძლება მონაწილეობის მიღება.
წყარო: tuttojuve
კაია ბიჭები რო ბრუნდებიან. კასერესზე მწყდება მაგრად გული.
აეეეეეეეეეეეეეეე აბა წავიდა გრიალიიიიიიიიიიიიიი
მაგარი კარგი ამბავია : :-)
ასამოა მგელია და ჩვენი ნახევადაცვა უფრო მრავალფეროვანი იქნება მასთან ერთად
დავიით გაიხარე რა კარგი ამბებია.