ტურინელები ბონუჩის და ბარძალის კონტრაქტებს უხანგრძლივებენ
იტალიური პრესის მტკიცებით ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტების გახანგრძლივებას ანდრეა ბარძალისთან და ლეონარდო ბონუჩისთანაც გეგმავს:
მაროტას აჩქარება გამოწვეულია მანჩესტერ სიტის ინტერესით ბონუჩის მიმართ, რომელიც გუარდიოლას ფაქტორმა განაპირობა.. ესპანელი თავკაცი აპენინელი უკანახაზელის დიდი ქომაგია და სწორედ მისი შეძენით დაიწყებს ინგლისური კლუბის შენებას..
თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ლეომ ტურინი დატოვოს და თან გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი იუვესთან 2020 წლამდე აქვს გაფორმებული. სავარაუდოდ ხელმძღვანელობა იტალიის ნაკრების წევრს, გაუმჯობესებული პირობებით ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს.
რაც შეეხება ბარძალის.. ტურინელი მიმომხილველების მტკიცებით მაროტა მასთან ორ წლიან კონტრაქტს გააფორმებს და შედეგად “კედელი” იუვეს ღირსებას 2018 წლამდე დაიცავს.
წყარო: football-italia
shesanishnavia
დზალიანაც კარგი, ესეტ მცველს 1.8 მილიონად რო 5 ცელი დაარბენინებ ეგრე სადაა… ზაპხულსჰი კი გაუპორმეს 3.5 მილიონიანი მაგრამ მეტი ეკუტვნის.. 4.5 მისცემენ ალბატ.
აუცილებლად იუვე გავა დარტმუნებული ვარ
ისე ახლა რას ფიქრობთ რა ავიღო იუვე გასვლაზე თქვენი აზრით მე ავიღე ჰემდეგ ეტაპზე გასვლა მჯერა იუვესი და ალეგრისი
ლეო
მაგარია
ბონუჩი ყველაზე ნაკლებად თუ დატოვებს იუვეს მარკიზიოსთან ერთად