ჰერნანეში:”ხისტი მატჩი გველის”
ანდერსონ ჰერნანეშის მოსაზრებით სკუდეტოსთვის ბრძოლაში ნეაპოლიტანელთა გარდა შესაძლოა სხვა, მესამე მხარეც ჩაერთოს:
“გეთანხმებით მართლაც შთამბეჭდავი დაბრუნება გვქონდა, მაგრამ ამით კმაყოფილები არ უნდა ვიყოთ. წლევანდელი გათამაშება უდაოდ გამორჩეულია, რადგან გუნდები ერთმანეთის სიახლოვეს იმყოფებიან. მართალია ჯერჯერობით ჩვენი რეალური კონკურენტი ნაპოლია, თუმცა წინ 12 მატჩია და არ არის გამორიცხული ბრძოლაში ვინმე კიდევ ჩაერთოს.. იყო პერიოდი როდესაც იუვენტუსს ფავორიტად უკვე აღარავინ მიიჩნევდა, ამიტომაც კონცენტრირებულნი მხოლოდ საკუთარ შედეგზე უნდა ვიყოთ..
გარკვეული პერიოდის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე მომიწია ყოფნა, მაგრამ ამას ჩემს განწყობაზე არ უმოქმედია. ვაგრძელებდი მუშაობას, რადგან ვიცოდი რომ შანსი აუცილებლად მომეცემოდა და იგი ჯეროვნად უნდა გამომეყენებინა. საერთო მოსაზრებით იმედი არ გამიცრუებია. რთული შეხვედრა იყო, მაგრამ ერთიანობით ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი. ბუნებრივია გერმანიაში კიდევ უფრო მძიმე მატჩი გველის, მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ, როგორც მეორე ტაიმში.. იმედი მაქვს მივაღწევთ სასურველ შედეგს, როგორც ამას გასული თვეების მანძილზე ვაღწევდით.
დერბი დ’იტალია? უკანასკნელი 3-0-ის შემდეგ დარწმუნებული ვარ მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ. ხისტი და მძიმე დაპირისპირება იქნება.. ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღება საკუთარ ასპარეზობას უნდა მივაქციოთ და მეტოქეს მანევრირების საშუალება არ უნდა მივცეთ”.
წყარო: tuttojuve
imedia tramvas aravin aikidebs
რაც გამოვიდა კაი ითამაშა მარა იმედია ამას არგამოიყვანს ძირითადში
გლადბახთან გაგვწირა წითელი რო მიიღო
მისტერ ანდერსონ რა დრო დაგვიდგა ამის იმედზე რო ვართ
ხო ეგ მართლა მასეა 3-0ის შემდეგ უფრო ფრთხილად გვეთამაშებიან.