ალეგრი კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს
ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მასიმილიანო ალეგრისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას მიმდინარე კვირაში აპირებს.
იტალიელი სპეციალისტის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2017 წლის ივნისში ეწურება, თუმცა კონტრაქტი კიდევ ერთი წლით უნდა გახანგრძლივდეს.ახალი კონტრაქტის ძალით “კალიარის” ექს-დამრიგებელი ბიანკონერებში 4 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს.ალეგრიმ ტურინში მოსვლიდან პირველივე სეზონში სკუდეტო და კოპა იტალია მოიგო, ასევე გუნდი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, “იუვემ” ჩემპიონთა ლიგა უკვე დატოვა, თუმცა სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტია, ასევე გასულია იტალიის თასის ფინალში.
მაგარი კაცია. ლიპის მერე ესეთი მწვრთნელი არ გვყოლია