ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

“ბოლო პერიოდში ხშირად მესმის თითქოს იუვემ სკუდეტო უკვე მოიპოვე.. ეს დიდი შეცდომაა. წინ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩებია ჩასატარებელი.. ბუნებრივია მილანელებთან დაპირისპირება გამორჩეულია, რადგან სწორედ სან სიროზე მიღწეული წარმატება შეიძლება გახდეს, მორიგი ჯილდოსკენ მიმავალი გზის საწყისი. სად უფრო ვისიამოვნე სკუდეტოთი მილანში თუ იუვეში? მერწმუნეთ ორივე მათგანის გემო განსაკუთრებულია.. როსონერიში ტიტული 7 წლიანი პაუზის შემდეგ მოვიპოვეთ, ხოლო იუვეში მოსვლამდე კონტე საოცარი ეპოქა ჰქონდა”..

“თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ისტორიულ მაჩვენებელს ვუახლოვდებით და კონცენტრირება არ უნდა დავკარგოთ.. მეორე მხარეა თავად მოგების გემო.. ეხლაც და კიდევ ხუთ წლიანი ციკლი რომ იყოს უარს არავინ იტყვის.. ეს მენტალიტეტია და იუვენტუსს იგი მუდამ გამორჩეული ჰქონდა.

ბონუჩის და იგუაინის პოლემიკა? არასოდეს ვინტერესდებოდი ასეთი საქმეებით. ჩემთვის მთავარი არის მოედანი და თუ როგორ ირჯება გუნდი.

ბუფონმა გუნდის დაბრუნებაში მწვრთნელის როლი გამორჩეულად მიიჩნია? ჯიჯის დიდი მადლობა ჩემგან! სასიამოვნოა კაპიტნის დაფასება.. მეორეს მხრივ დაბრუნება ფეხბურთელების დამსახურებაა. სწორედ ისინი გადიან მოედანზე და იმარჯვებენ. მე კი უბრალოდ დახმარების ხელი გავუწოდე.. იუვეს საოცარი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

დიბალა გამოტოვებეს მოახლოებულ შეხვედრას.. ხოლო მანჯუკიჩის და მორატას სასტარტოში ხილვა სიურპრიზი არავისთვის იქნება. რუგანი? თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა დანიელე მატჩს პირველივე წუთებიდან დაიწყებს. იგი არნახულ პროგრეს განიცდის და ბუნებრივია ახალგაზრდა ფეხბურთელის წარმატება ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა.

ჩემი კონტრაქტი? დამშვიდით.. რეალს ნამდვილად არ ველოდები და მოსაზრება სასაცილოდაც არ მყოფნის. ჯერჯერობით კონტრაქტზე ხელი არ მოგვიწერია, მაგრამ სუფთა ფორმალობაა.. მთავარია შეხვედრის ორგანიზება შედგეს, დავილაპარაკოთ და ყველაფერი გადაწყდება. ჩვენ წინ დიდი მიზნები გველის და მისთვის უნდა ვიმუშაოთ.

ვუყურე თუ არა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს? დიახ.. არასოდეს არის ცუდი დიდი გუნდების ხილვა.. არჩევანი პსჟს, რეალის და ბაიერნის შეხვედრებზე გავაკეთე. ეს ჩემი სამუშაოა და თან ყოველთვის შეიძლება საჭირო ეპიზოდის ხილვა, რომელიც სამომავლოდ დახმარებას გამიწევს. ჩელსი? შურიანი არასოდეს ვყოფილვარ.. კონტე დიდებული თავკაცია.. მან საოცარი საქმე გასწია იუვეში, შემდეგ ნაკრებში.. ეხლა მიემგზავრება იქ სადაც სულ სხვა მენტალიტეტი და ფილოსოფიაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მას ყველა ის რესურსი აქვს, რომელიც წარმატებას მიაღწევინებს. საერთოდაც, იტალიელი თავკაცები ყველგან პროდუქტიულად მუშაობენ.

მილანი? პირველ რიგში მე არ მაქვს კითხვაზე პასუხი თუ როგორ უნდა დაძლიონ კრიზისი.. საერთოდ თუ აქვთ კიდევაც. მათ შესანიშნავი მატჩები გამართეს და გარკვეულ პრობლემებს ნამდვილად მოუძებნეს გამოსავალი. იტალიის თასის ფინალშიც იასპარეზებენ და ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ცდას არ დააკლებენ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zuriko vacheishvili
8 years ago

nichia iqneba es tamashi

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მილანს მოვუგოთ იუვე და დანარჩენი გასვლითი თამაჰები თუ გინდა ყველა ნიჩია ითამაჰე სკუდეტო უკვე ჩვენია.

Milan
Milan
8 years ago
Reply to  Dutch

Chvenc xo unda movigot, sul ive xoar moigebs, tan motivacia gvaq didi, ives chven garda veravin gaacherebs, milanelebi daqoqilebi arian tu ver moviget mwvrtnel fexburtelian xelmzgvanelobianad shav dgeshi chavardebian, tifozebs amoewurat fiala, amas kargad xvdeba yvela milanis motamashe

jek17
8 years ago
Reply to  Milan

მოტივაცია იუვესაც არ აკლია,სხვა რა სათამაშო აქვთ აქ რომ არ დაიხარჯონ და ისეთ დიდებულ გუნდს არ მოუგონ თავისსავე მოედანზე,და კიდე ერთი ამ ეტაპზე იუვე ძალიან აღემატება მილანს და მიუხედავათ მილანის დიდი სიმპატიებისა იუვემ უპრობლემოდ უნდა მოუგოს და შეიძლება ფორითაც.ძალიან მინდა შემდეგ წელს მილანი დაბრუნდეს,უკვე დროა დამალე ერთად იბრძოლონ ლიგაზე იტალიის სასახელოდ

Milan
Milan
8 years ago

Xval chven vigebt, shevwyvet mougebel serias ivestan

forza bianconeri
8 years ago

ალეგრიიი :forza: :love: მიდი მოუგე მილანს მეოთხედ ზედიზედ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:juvee:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x