ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ფლორენციაში სამი ქულისთვის!”

“სკუდეტო ჯერ არ მოგვიგია და თან მოახლოებულ ტურში ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის. მათემატიკის მიხედვით 4 ქულა გვჭირდება, ხოლო ნეაპოლიტანელები საკუთარ მატჩს ერთი დღის შემდეგ ატარებენ”..

“არტემიო ფრანკიდან სამი ქულა უნდა წამოვიღოთ, რაც მერწმუნეთ იოლი საქმე არ იქნება. ფიორემ ფაქტიურად გაინაღდა ევროპა ლიგის საგზური და მოახლოებული დაპირისპირება მათთვის სეზონის მატჩია. ნუ დაგვავიწყდება ასევე ის ფაქტიც, რომ ფლორენციელებს საწყის 30 წუთში უყვართ გოლის გატანა.. შედეგად, კონცენტრაცია წამითაც არ უნდა დავკარგოთ.

კიელინი თავს კარგად გრძნობს (ჯორჯომ ტრავმა პრესკონფერენციის შემდეგ მიიღო), მაგრამ გარისკვას არ ვაპირებ.. ფიორესთან ბარძალი, ბონუჩი და რუგანი იასპარეზებენ.. თუმცა, მსგავსად ბაიერნთან მატჩისა არ არის გამორიცხული ევრა ვათამაშო. თავდასხმაში ძაძა და მორატა კარგ ფორმაში იმყოფებიან, მაგრამ ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაინტერესებს.. 21 მაისამდე დიდი დროა და ფეხბურთელებმა კონცენტრირება არ უნდა დაკარგონ.. რადგან შემდეგ კვლავ ჩართვა რთული გახდება.

ჩვენი სამომავლო მიზანი არის იტალიაში ტიტულების დაცვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ფეერიული ასპარეზობა. დღემდე, ძალიან განვიცდით იმ ფაქტის გამო, თუ როგორ ვერ შევძელით გერმანული ბარიერის დაძლევა. თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარი თავისგან რაც შეიძლება მეტი უნდა მოითხოვოს.. სწორედ ამ გზით მოვახერხებთ განვითარებას”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რა მნიჰველობა აქვს სად გაიფორმებ მაგრამ მეც სახლჰი მირჩევნია

Sergi
Sergi
8 years ago

Fioresac exeba es juve rom magrad ezizgebat. Romeligac saukuneshi msagebma dawves turme juve gaxades chempioni da agar ician ra qnan.tu egeti magrebi xart mas shemdeg ramdeni weli gavida ertxel mainc mogegot skudeto,magram arapris maqnisebi xart da sxvas abralebt tqvens uniatobas.ase rom lacio, roma, napoli, interi, da tqven iebo shegrovdit yvelani, cal-calke codoni xart da funikuliorisaken heri-heri. Forza juve.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  Sergi

ocneბასავით სხვის დაბრალებაში არიან და თვითონ არიან უნიათოები.რათქმაუნდა ეგ ზიზღი ზოგადათ იტალიური საშუალო გუნდების მიერ იუვეს უფრო ძლიერს ხდის

Sergi
Sergi
8 years ago

Forza juve. Napoli gamoeqane punikulioridan da prezidentic gamoiye.

Sergi
Sergi
8 years ago

Ise sad aris magis nervebi tore napolis gasisxlvas kidev ertxel tan aset matcshi kidev ertxel didi siamovnebit vuyurebdi tavis iguain prezidentianad

Sergi
Sergi
8 years ago

Tu ar vcdebi italiashi tanabari qulebis shemtxvevashi juvesa da napolis shoris damatebiti matchi gaimarteba chempionis gamosavlenad.aq arc burtebs da arc urtiertshexvedrebs ar enicheba mnishvneloba

რიკი
რიკი
8 years ago

თავდამბლობა კარგია მარა ესეც არა, ფიორენტინამ 9-0 რო მოგვიგოს მაინც ჩემპიონები ვართ კარპი, ჰელას ვერონა და სამპდორია სახლში, ისე მინდა რო ფიორენტინასთან ვერ მოვიგოთ სახლში მინდა სკუდეტოს გაფორმება თუმცა ფლორენციაში რო ვიტანტალოთ ბოღმით გასკდება მთელი ფლორენცია

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x