ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ La Gazzetta dello Sport-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:
ბუფონი – 7.5 – თავდაპირველად ბარძალისგან ჩაჭრილ ბურთზე ფეხით რეაგირებს.. შემდეგ ტელიოს და სარატეს დარტყმებს აღუდგა.. მატჩის უკანასკნელ წუთებზე კი 11 მეტრიანიც მოიგერია!
ბარძალი – 5.5 – თითქოს გადაიღალა იტალიის საუკეთესო მცველი. მცირეოდენი შეცდომები, რასაც იშვიათად ვნახავთ მისი შესრულებით.
ბონუჩი – 5.5 – სადაც საჭირო იყო იქ ჩნდებოდა, მაგრამ გოლის ეპიზოდი მთლიანად მისი ბრალია. ბერნანდესკის სახიფათო გარღვევას მარცხენა ფლანგზე წინ ლეო აღუდგა.
რუგანი – 5 – უშვებს ხელიდან ალონსოს და ცდილობს სხვაგვარი ფორმებით გაჩერებას.. მისდა საბედნიეროდ ვიოლას ნახევარმცველმა ვერ შეძლო იდეალური სიტუაციიდან გოლის გატანა.
ლიხტშტაინერი – 5.5 – დიდი ხნის მანძილზე უწევდა საკუთარ ნახევარზე ყოფნა. საერთო ჯამში ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერ ალონსოსთან პრობლემები ექმნება. აუცილებლად დასვენება ესაჭიროება.
ხედირა – 6.5 – მესამე შეხვედრა ბოლო რვა დღეში. იწყებს იდელური გადაცემით პოგბაზე, რომელმაც გოლი მოიტანა. შემდგომ არაერთხელ გაარღვია მარჯვენა ფლანგი. ტექნიკის და ტაქტიკური განათლების იდეალური დემონსტრირება.
ლემინა – 7 – ხელს უშლის ილიჩიჩის ბურთის კარისკენ გადაგზავნაში. ასპარეზობს მცველების წინ და რიგ ეპიზოდებში ჩანასახშივე ახშობდა მეტოქის შესაძლო მწვავე იერიშს. პერმანენტულად უძღვება საკუთარი გუნდის იერიშებს.
პოგბა – 7 – კარგი გადაცემა მატჩის საწყის წუთებში ხედირაზე. იგებს მეორე სართულზე ბრძოლას და მანჯუკიჩს საგოლე გადაცემას უკეთებს. 50 მეტრიანი დრიბლინგი და ბურთი ოდნავ აცდა მისი დარტყმის შემდეგ ტატრაშანუს კარს.. სევდა მის თვალებში.
ევრა – 6 – ნაკლებად აგრესიულია საკუთარ ფლანგზე, მაგრამ სამაგიეროდ დაცვაში უნაკლოდ ირჯება.
დიბალა – 6.5 – დარტყმა მარცხენათი შემობრუნებით.. იწევს ცენტრისკენ და როდრიგესის მიერ შეჩერებულია წესების დარღვევით. პრაქტიკულად ტრეკუარტისტას ფუნქციას ითავსებს.
მანჯუკიჩი – 7.5 – სტანდარტული შავი სამუშაო როგორც წინ ასევე უკან. პირველი შეხება და გოლი! შემდგომ ეფექტური გადაცემა ხედირაზე, რომელიც სამწუხაროდ თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. სხვათაშორის სწორედ ხორვატმა შეუნარჩუნა გუნდს ბურთი, რომელიც რამდენიმე წამში მორატამ გოლად აქცია.
მორატა – 7 – თავდაპირველად მას ძირითადში ელოდნენ, მაგრამ მოედანზე მეორე ტაიმის შუაწელს გამოჩნდა. ასწრებს გოლის გატანას, რომელიც ფაქტიურად სკუდეტოს ტოლფასი გახდა.
კუადრადო – შეფასების გარეშე – კინაღამ საჩუქარი გაუკეთა იებს, როდესაც ბოლო წამზე მსაჯმა კალინიჩთან ორთაბრძოლისას პენალტი დანიშნა.. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პენალტი არ იყო.
ალეგრი – 7 – პატივსცემას იჩენს ფლორენციელთა ტექნიკური მოთამაშეების მიმართ და ამიტომაც მინდორზე ლემინას უშვებს.. ფლანგებზე კი ორ ხისტ განაპირა ფეხბურთელს. მისი იუვე შეუჩერებელია და როდესაც ვინმე სახეში სილას უთავაზებს, იგი ორჯერ პასუხობს.
ბუფონი უძლიერესია ნამდვილი კაპიტანია განუმეორებელი და საიმედო
ბოფონს მეტი ქულა ეკუთნოდა
მანჯუს ბრავო მაგრამ აუცილებლად უნდა გავყიდოთ ზაფხულში და ვინმე ახალგაზრდა მოვიყვანოთ მორატას 30 ლიმონი + მანჯუს 20 50-ად მაგარ ტალანტს მოიყვანს ბრუცო, 10+ წელი უმაღლეს დონეზე რო ითამაშებს ეგეთს