მაროტა ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკაზე

ჯუზეპე მაროტამ ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა:
“მორატას მომავალთან დაკავშირებით ჯერჯერობით ახალი არაფერია. უახლოესი სამი კვირის მანძილზე სიტუაცია საბოლოოდ გაირკვევა. ესპანელები მას რამდენიმე ათეულ მილიონად აფასებენ, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ ნამდვილად ვეცდებით ალვაროს შენარჩუნებას და შესაძლოა მოლაპარაკების სხვადასხვა ვარიანტი განვიხილოთ მაგრამ ხარვეზის შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს.
ისკო? უდაოდ გამორჩეული ფიგურაა, მაგრამ ვეჭვობ მადრიდელები მასთან დამშვიდობებას არ გეგმავენ.. გომესთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით.. სიმაპტიები მის მიმართ არსებობს და დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ტოპ-კლუბს დაამშვენებდა.. მსგავსად ბერნარდო სილვასი, მაგრამ ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებები არასოდეს გაგვიმართავს.
ბონუჩი? კომენტარიც კი ზედმეტია, რადგან ლეონარდო დიდი ხნის მანძილზე დარჩება ტურინში.. იგი ფუნდამენტური ფიგურაა და როგორც წესი ჩვენ ასეთ ფეხბურთელებს არ ვემშვიდობებით.. მითუმეტეს ბონუჩი თავს სახლში გრძნობს და მიზნადაც არ ჰქონია ატმოსფეროს გამოცვლა..
ალეგრისთან კონტრაქტის გახანგრძლივება არის სრული ფორმალობა. ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებით და იგი დაფუძნებულია პატივისცემა და სრულ გამჭვირვალობაზე. “შეშლილ მაქსთან” მინიმუმ ერთი წლით გვსურს არსებული ხელშეკრულების გახანგრძლივება”.
Es gomeshi kai bichi yofila,sakaifod tamashobs
მორატა დატოვეთ დ აგომში მოიყვანეთ
მორატა დატოვეთ და გომეში მოიყვანეთ
საქმე ლაპარიკის ნაცვლად თან დროზე
მონაკოდან ფაბინიო მოიყვანონ
კი კი ფაბინიო ძაან ძლიერია, თან ფაქტიურად უნივერსალია, მარჯვნივ ყველგან შეუძლია ტამაში და ჩამშლელადაც კარგია :!:
კარგი სიტყვებია, ეხლა საქმე