ანდრეა ანიელი:”დღეისათვის ჩემპიონთა ლიგა მიღწევადი ოცნებაა”
“პირველ რიგში პრესსკონფერენცია მსურს დავიწყო იმ არაჩვეულებრივი ჯილდოთი, რომელიც სიამაყის საბაბს გვაძლევს.. რა თქმა უნდა საუბარი ზედიზედ მეხუთედ მოპოვებულ სკუდეტოს ეხება.. თუმცა, სიხარულთან ერთად წელს მძიმე ტკივილიც ვიგრძენით, როდესაც მიუნჰენში დავმარცხდით. მეორეს მხრივ დიდი ტკივილი, გარკვეული კუთხით იმ ფაქტმა დააცხრო, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად გაიაზრა გასული სეზონის წარმატება.. იგი ნამდვილად არ ყოფილა შემთხვევითი, რადგან მსოფლიოს წამყვან კლუბებს ტოლსწორად ვეთამაშეთ. ჩვენი მოსაზრებით ბაიერნთან გამართული დაპირისპირება იყო მიმდინარე წლის ყველაზე დრამატული ევროპული დაპირისპირება.. მსგავსად დორტმუნდი ლივერპულისა ევროპა ლიგაზე.. არც ბაიერნთან და არც ბარსელონასთან იუვეს უკან არ დაუხევია.. ამ ეტაპზე საჭიროა მცირედი ბიძგი, საბოლოო შეტყობინებისთვის, რომ იუვენტუსი მთავარ ბრძოლაში დაბრუნდა!”..
მართალია, მეხუთე სკუდეტო დიდი სიამაყით ვსაუბრობ, მაგრამ მის მნიშვნელობას ალბათ კიდევ 5,10 და 20 წელი ვერ გავაცნობიერებთ.. მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ მივხვდებით, თუ რაოდენ დიდი საქმე გვაქვს გაკეთებული. იუვენტუსში მოსვლა გამარჯვებების დაუოკებელ წყურვილთან ასოცირდება.. შენ არ გვაქვს დრო დატკბე გამარჯვებით, რადგან ერთ მიზანს მეორე მოსდევს.. ასეა დღესაც, როდესაც ვიცით, რომ წინ 21 მაისია.. დღე, როდესაც გვაქვს შანსი ისტორიული ჯილდო მოვიპოვოთ.. აქამდე ხომ იტალიის თასი არცერთ აპენინურ გუნდს ზედიზედ ორჯერ არ მოუპოვებია. კონცენტრირებულნი ვართ და სწორედ 21 მაისის შემდეგ განვიხილოთ წლევანდელი სეზონის შედეგები.
ზუსტად ანალოგიური მიზნები გვექნება მომავალ სეზონშიდაც, ჩვენს მსოფლიო მაშტაბის მწვრთნელთან ერთად. ისტორიულიდან ლეგენდარულზე გადავალთ იმ შემთხვევაში თუ მოვახერხებთ ზედიზედ მე-6 სკუდეტოს მოპოვებას.. ეს ის მიღწევა იქნება, რომელიც ჯერჯერობით მართლა არავის გაუკეთებია. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სვლა, ასევე მნიშვნელოვანია.. იგი რჩება ოცნებად, თუმცა დღეისათვის საკმაოდ რეალურ და მიღწევად.
ბუფონის და ბარძალის გვერდით ყოფნა გარკვეულ ემოციებს აღძრავს ჩემში.. მსოფლიოს ორი ჩემპიონი, ორი ადამიანი რომელიც ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს ზეიმობს..
პირადად ჩემთვის ნამდვილი პრივილეგიაა, ამდენი წლის მანძილზე ვხედავდე იუვეს მაისურით და კაპიტნის სამკლაურით ჯანლუიჯი ბუფონს.. იუვეს კაპიტანი ხომ, სრულიად იტალიის კაპიტანია! კაპიტანი, მხოლოდ სამკლაური არ არის.. იგი საკვანძო ფიგურა უნდა იყოს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც. ბოლოს, როდესაც აქ შევიკრიბეთ, იმედი გამოვთქვი, რომ ვინმე მისი დონის და შესაძლებლობების მქონე მოთამაშე ოქროს ბურთს მოიპოვებდა.. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მან ეს ვერ შეძლო, მაგრამ ჯიჯი არ დანებდება და შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
ჩემს გვერდით ასევე არის ანდრეა, რომელსაც ხშირად ვეხუმრები:”შენ ჩემი საუკეთესო შენაძენი ხარ”.. დღეს, დავადასტურებ საკუთარ სიტყვებს! ანდრეა- სერიოზული და თავშეკავებული ადამიანი, რომელიც 10 ჯერ და 100-ჯერ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.. ალბათ მას ეს არ ადარდებს, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ნამდვილად იმსახურებს! დღეისათვის იგი მსოფლიოს საუკეთესო მცველებს შორის ნამდვილად შედის.. ისეთი ფიგურების გვერდით დგას, როგორებიც არიან ტიაგო სილვა, პიკე და ჯონ ტერი. ფაქტი, რომ მან იუვეში უკანასკნელი ხუთი წელი გაატარა და კიდევ ორი წლის მანძილზე იასპარეზებს, სიამაყის საბაბს გვაძლევს.
ანდრეასთან და ჯიჯისთან ჩვენი ურთიერთობა 2018 წლამდე გაგრძელდება!”
ლიგა
ლიგას მომავალჰი მოვიგებთ
როგორებიც არიან ტიაგო სილვა, პიკე და ჯონ ტერი
პიკეო – ვააახ მაგრად უღადავია ანიელის სურათზეც ჩანს ეგ რო თქვა ეგ მომენტი იქნება უეჭველი