ბიანკონერები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან
საკლუბო სეზონი დასასრულს მიუახლოვდა და ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები განაცხადებს აქვეყნებენ, რომლებიშიც, ბუნებრივია, ბიანკონერების მოთამაშებიიც არიან მრავლად.ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვით ანტონიო კონტეს საბოლოო სიაზე, რომელიც მხოლოდ იტალიის თასის ფინალის შემდეგ გამოქვეყნდება, თუმცა, თავდაპირველ განაცხადშია ლეონარდო ბონუჩი, რომელიც “მილანთან” მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
დიდიე დეშამმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდში პოლ პოგბასა და პატრის ევრას უხმო.მასპინძლები ფრანგები A ჯგუფში ალბანეთთან, რუმინეთთან და შვეიცარიასთან ერთად იმყოფებიან, სულ მალე გამოქვეყნდება შვეიცარიის ნაკრების განაცხადი, რომელშიც ადგილი შტეფან ლიხტშტაინერისთვისაც მოინახება.
გერმანიის ეროვნულ ნაკრებში უხმეს სამი ხედირას, მისი მოწინააღმდეგეები ევრო 2016-ზე ჩრდილოეთ ირლანდია, პოლონეთი და უკრაინა იქნებიან.ამჟამად ხედირა ტრავმირებულია და სავარაუდოდ, გამოჯანმრთელების შემდეგ შეუერთდება იოჰამ ლიოვის გუნდს.
D ჯგუფში ერთმანეთის წინააღმდეგ ტურინელი ფორვარდები იასპარეზებენ, ესპანეთის ნაკრებში უხმეს ალვარო მორატას, რომელზეც, როგორც სჩანს, ვისენტე დელ ბოსკე დიდ იმედებს ამყარებს, რამეთუ სიაში არც დიეგო კოშტაა და არც ფერნანდო ტორესი, შესაბამისად, მორატასა და გამოცდილ ადურისს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.ევროპის მოქმედ ჩემპიონებს კი მარიო მანჯუკიჩის ხორვატია გაეჯიბრება, რომელთა საბოლოო სიაშიც “ატლეტიკოს” ექს-შემტევი უკვე იმყოფება.
თვის ბოლოს გამოქვეყნდება იტალიის ეროვნული ნაკრების განაცხადი, ლეონარდო ბონუჩის გარდა, ბებერი ქალბატონიდან კონტე სავარაუდოდ ჯიჯი ბუფონს, ანდრეა ბარძალის, ჯორჯო კიელინისა და სიმონე ძაძას უხმობს.კლაუდიო მარკიზიო ევროპირველობას ტრავმის გამო დააკლდება.
შანსი არ აქვს იტალიას… არც ვერატი არც მარკიზიო