ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინული სატრანსფერო აურზაური

მოახლოებული სატრანსფერო ბაზარი ფრიად რთულად გამოიყურება ტურინელთათვის..

Sky Sport-ის ინფორმაციით მადრიდელებს პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვთ ალვარო მორატას მადრიდში დაბრუნება და მასსზე ათეული მილიონის გაკეთება.. რადგან სამეფო კლუბი არ აპირებს მის გუნდში დატოვებას.. სავარაუდოდ პერესი ევროპის ჩემპიონატის დასრულებას დაელოდება და თუ იქ ალვარო წარმატებულად იასპარეზებს, მისი საბაზრო ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება..

პაინიჩთან დაკავშირებით ახალი არაფერია.. იუვეს ბოსნიელის მიმართ სიმპატიები გააჩნია, მაგრამ არა ისეთი, რომ 38 მილიონი პირდაპირ გადაიხადოს.. არადა ზუსტად ეს თანხაა საჭირო მის გამოსასყიდად.. საქმე იმაშია, რომ კონტრაქტის მიხედვით დაუშვებელია თანხის ნაწილ ნაწილ გადახდა.. ტურინელები კი არ აპირებენ ასეთი თანხის ერთიანად ინვესტირებას..

გრძელდება ნადირობა გომეშზე.. ბიანკონერის უკანასკნელი წინადადება არის 30 მილიონი და დამატებით ბონუსები.. ესპანელებს 50 სურთ.. ამასობაში აქტიურდება მანჩესტერი სადაც მოურინიო დაინიშნა და არ იქნება წინააღმდეგი თუ გუნდს ნიჭიერი თანამემამულეთი გააძლიერებს.

ბერარდისთან დაკავშირებით კი სიტუაცია გაურკვეველია.. მანამ სანამ მაროტა გამოსყიდვის ფუნქციას გამოიყენებდეს, იგი დომენიკოსთან დალაპარაკებას აპირებს.. რის შემდეგაც გაირკვევა ფეხბურთელის სურვილი.. წინაზე მან გადასვლაზე უარი განაცხადა და მიზეზად სასუოლოში კიდევ ერთი სეზონით დარჩენა დაასახელა..

სახარბიელო არაფერია ჯერჯერობით, მაგრამ იუვენტუსი დანებებას არცერთ ზემოთხსენებულ ვარიანტზე არ აპირებს და საკუთარს მაქსიმალურად ეცდება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბექა
ბექა
8 years ago

მორატაში 36 გვეკუთვნის თუ სწორად მახსოვს. კომანში 27. ეგ ხო თავიდანვე იყო კონტრაქტში შეთანხმებული რო გამოსყიდვის შემთხვევაში ესპანელში 36 და ფრანგში 27 უნდა გადაეხადათ? ხოდა მაგ ფასებად მაგათი გაყიდვა ღირს თუ ბოლო ბოლო მასე უსაშველო იქნება. ბერარდის თემა საერთოდ სისულელეა. სასუოლოს ‘ზამენა” იუვეში ალოგიკურად არ გეჩვენებათ? კვადრატას კონტრაქტის პირობები ხო არავინ იცით? მეგონი იქაც მითითებულია რო გამოსყიდვის შემთხვევაში 20 ლიმონი უნდა მივცეთ ჩელსის და მგონი ეგ თანხა უეჭველი გასაცემია. მე თუ მკითხავთ გუნდში საჭიროა ფეხბურთელი რომელიც თამამად ითამაშებს სახით კარისკენ , ანუ ბურთის დაკავება რომ შეეძლება ისეთი. მარიო სამაგისოდ არ ვარგა (აი ლლორენტე გაცილებით უკეთესი იყო მაგ ამბავში საჯარიმოში კორპუსით… Read more »

giorgi diasamidze
niaza
8 years ago

დძმებო მორატამ არ დაამტკიცა თქვენი აზრით რი არაა გასაშვები?

bneli
bneli
8 years ago

Au am ganvadebam xondamgala ra imena saqartvelos bankia sul ganvadeba. Girs pianichi 38 da 40 cic me gomeshs bevrad mirchevnoa da gadaixadon ra. Aseve matichi daitrion da naxevar dacvis problema mogvarebuli iqneba kai xans. Gaushvan morata daamaton 5 milioni da moiyvanon lukaku an kvani. Gaipormon lapaladula da gaanatxovron 2 wlit araanairi gamostidvit rogorc komanze qnes da 2,welahi aeriozuli bichindabrundeba :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეგ განცი ვინარის?რადგან ასეთი აურზაურია ვიტყვი რო შეცდომებია დაშვებული ტრანსფერებში,მორატას ყიდვას რა აზრი ქონდა დღემდე ვერ ვიგებ,ანუ თუ ივარგებდა რეალი უკან დაიბრუნებდა და თუ არ ივარგებდა არ წაიყვანდა და მაგ შემთხვევაში ჩვენ რაღათ გვინდოდა,მერე ამ კუადრადოსი არ იყოს.ყველა კარგად ხედავდა რო ფიორენტინაში ძაან მაგრად თამაშობდა და მიეცათ წინა წელს ნაღდი ფული და იყიდიდნენ,რო გამოაჩენენ რო ფეხბურთელი მაგარია და მერე უნდათ ფულის გადახდა ვინღა დაგითმობს მაგ დროს.ეს უნდა მაგალითი იყოს ამის მერე და ასეთი დებილური პუნქტებით აღარ უნდა იყიდონ ფეხბურთელი

ლექსო დორეული

მორატა თუ მიიღებს გარანტიას, რომ გუნდის პირველი თავდამსხმელი იქნება და მანძუკიჩს არ ამჯობინებენ, ასე მგონია, დარჩება. არაფრით არ შეიძლება ამ ბიჭის გაშვება. დიბალა-მორატა ძალიან დიდი ხანი იქნება მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმის დუეტი

rezi Sekhniashvili
8 years ago

:up:

Delpieronedved
Delpieronedved
8 years ago

Zaza, dybala, ganz, manzukic,- 4 forvardia gundshi da chemi azrit moratas wasvla gadawyvetilia

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ესეც ჩვენი ტრანსფერები საღოლ უფროსობა

Delpieronedved
Delpieronedved
8 years ago

Ganzi iyida iuvem da savaraudod morata midis

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x