ტურინელებმა ზაფხულის ტურნე დაგეგმეს
მართალია ტურინელებმა სეზონი დაასრულეს, მაგრამ ხელმძღვანელობა ჩვენი საიტის მსგავსად ნონ-სტოპ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ერთ თვიანი შვებულების შემდეგ ფეხბურთელები ვინოვოზე დაბრუნდებიან და ამხანაგურ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც როგორც ჩანს ავსტრალიაში გაიმართება.. 6 ივლისს დაგეგმილია პირველი სპარინგ დაპირისპირება, რომელიც იტალიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას არ მიიღებენ ევროპის ჩემპიონატზე მყოფი იუვენტინოები.. 23 ივლისს კი ზემოთხსენებული ავსტრალია და მატჩი მელბურნის წინააღმდეგ.. 26-ში უკვე პრემიერ ლიგის ბინადარი ტოტენჰემი. აგვისტოს დასაწყისში ლონდონში ვესტ ჰემის ახალ არენაზე დაპირისპირება, ხოლო 20 აგვისტოს ტრადიციულად ვილა პრეზოში წინასასეზონო სპარინგი პრიმავერასთან..
კარგია ასეთი სპარინგები
ტოტენხემი კაია მოსინჯავენ მაგარ კლუბსაც