მორატა : “იმედია, თასის ფინალი ჩემთვის ბოლო მატჩი არ იყო”
ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი, ალვარო მორატა ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა, სხვათაშორის, გაიმართა პირადად ფეხბურთელის ონლაინ ვებ-გვერდის პრეზენტაცია, საიდანაც სპორტული აქსესუარების გამოწერაა შესაძლებელი.ბუნებრივია, შეკითხვები “იუვესაც” შეეხო და საბედნიეროდ, ჩვენთვის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი პასუხებიც მივიღეთ..
“ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია და ყოველთვის მქონდა ოცნება, ჩემი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე დამეცვა.არდადეგების დაწყებისთანავე ზღვის სანაპიროზე მეგობრებთან ერთად საკლუბო ტიტულები აღვნიშნე და ამის შემდეგ დელ ბოსკეს განკარგულებაში გამოვცხადდი, საფრანგეთში გასამართი ტურნირისთვის ვემზადებით.ამ გუნდთან ერთად თამაში სიამოვნებას მანიჭებს, ვფიქრობ, ესპანეთს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავს.იმედი მაქვს, წარმატებაში ჩემს წვლილს მეც შევიტან.ჩემი პოზიცია ? – კლუბში ჩვეულებრივი ცხრიანი ვარ, ცენტრალური ფორვარდი, ნაკრებში კი რატომღაც შვიდ ნომრიანი მაისურით ასპარეზობა მომწონს.კონკრეტულ პოზიციას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, მზად ვარ, ვითამაშო ყველგან, ფლანგისკენ, ცენტრში თუ მეორე ფორვარდად.ნოლიტო ? – მას დიდი ხანია ვიცნობ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, იმედი მაქვს, ერთად ევროპის ჩემპიონატზე ბევრ გოლს გავიტანთ.ზიდანი ? – მისმა რჩევებმა ჩემს კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, მადრიდში ასპარეზობისას ძალიან მეხმარებოდა.როცა ზინედინს ბოლოს ვესაუბრე, იგი ჯერ კიდევ არ იყო მთავარი მწვრთნელი, მოვიკითხეთ ერთმანეთი და გარკვეულ თემებზე ვისაუბრეთ.ბედნიერს მხდის ფიქრი იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგა რეალთან ერთად უკვე მოგებული მაქვს.”
“ჩემი მომავალი ? – ვფიქრობ, მალე უნდა გავიგო, სად ვიასპარეზებ მომავალ სეზონში.მშვიდად ვარ, კონტრაქტი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან მაკავშირებს.იმედია, ყველაფერი მალე გადაწყდება და შემეძლება, მთლიანად ევროპირველობაზე ვკონცენტრირდე.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ მომენტისთვის შესანიშნავი გუნდის წევრი ვარ, კარგი ურთიერთობა მაქვს ტიფოზებთან და ისინი პატივს მცემენ.დიდი იმედი მაქვს, რომ კოპა იტალიის ფინალი ჩემთვის ბოლო თამაში არ იყო იუვეს მაისურით.იტალიაში თამაში ყოველთვის სასიამოვნო გრძნობაა, მაშინაც კი, როცა მათი მოწინააღმდეგე ხარ, მაგალითად უდინეში, როცა ესპანეთი იტალიას ეთამაშებოდა, გულშემატკივრებისგან სითბოს ვგრძნობდი.დანი ალვეში ? – მას არდადეგების პერიოდში არაერთხელ შევხვედრივად, შესანიშნავი ადამიანია.მასთან ერთად ერთ კლუბში სიამოვნებით ვითამაშებდი.”
“ბორხა მაიორალი ? – მას ბავშვობიდან ვიცნობ და ჩვენი ურთიერთობა ახლაც გრძელდება.იმედი მაქვს, მისი კარიერა წარმატებულად განვითარდება და სასურველ მიზნებს მიაღწევს.როგორი მდგომარეობაა ნაკრებში ? – ვფიქრობ, ძალიან კარგი, ახალგაზრდა ფეხბურთელები რჩევებს ვიღებთ გამოცდილებისგან და ვცდილობთ, მათ დონეზე ვიასპარეზოთ.გუნდში ბევრი მეგობარი მყავს, მაგალითად სერხიო რამოსი, ინიესტა ან იკერ კასილასი, მათთან ურთიერთობა სიამოვნებაა.ზაფხული ? – ჩვენთვის ზაფხული მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იწყება, მანამდე კი მჯერა, წარმატებას მივაღწევთ.მადრიდის რეალი ? – მშვიდად ვარ, გადაწყვეტილებას კლუბები მიიღებენ, მე კი ჩემს აგენტს ვენდობი.შემიძლია ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ, მაგრამ იგი არაფერს შეცვლის, ყველაფერი მალე უნდა მოგვარდეს.იუვესთან კონტრაქტი როდესაც გავაფორმე, ვიცოდი, თუ რამდენად დიდ კლუბში მოვდიოდი, აქ ორი შესანიშნავი წელი გავატარე და არაერთი ტიტული მოვიგე, ახლა, ჩემი სურვილისდა მიუხედავად, მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩემი ბედი უნდა გადაწყდეს.დაველოდოთ, რა მოხდება.. “
ამ კონტრატქის გაფორმებაისას რო თოხლა მაროტამ მაგას რათ უნდა ლაპარაკი…. ამ უაზრო პუნქტების გარეშეც შეილებოდა მოგვარება
თუ დარჩება ხო კარგი და თუ არა კარგად იყოს
სხვათაშორის მაგ პერესს 600 მილიონი ადევს ვალად,ესენი კი 400 მილიონიდან გამოვიდნენ.უბრალოდ მაგათ მთავრობა უწყობს ხელს,ამათ კი უშლით.უნდა გაითვალისწინო რა პირობებში უწევთ მუშაობა.
100%! ვალები რომელსაც ესპანურმა მედიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.. სხვათაშორის თანხების მსგავს სტილში ხარჯვამ მიიყვანა იტალიური ფეხბრუთი ასეთ დღეში. ნურავის ეგონება, რომ ასე ფლანგვა თავის შედეგს არ მოიტანს ) თუმცა, ხალხს იმის ილუზია აქვს რომ მხოლოდ მაისურებიდან იღებენ ამ თანხებს ))
ჩემთვის ის უფრო სასიამოვნოა როდესაც ასეთ უთანასწორო პირობებში მყოფები საოცარ შედეგს ვაღწევთ :) ბაიერნთან კი ისეთივე უიღბლობა იყო ყველაფერი როგორც პენალტების სერია..
ხალხს პერესი და ლაპორტა გონია სუპერმენეჯერი და მაროტა-პარატიჩი იმპოტენტი)) ტიპები 100 მილიონად ყიდულობენ ფეხბურთელებს და ზოგს მერე 30-ად ვერ ყიდიან)) ხალხს ფული აქვს და სად დახარჯონ არ იციან.მაროტას მაგდენი რომ მისცე სკუდეტოს რეკორდს გაუმეორებდა ევროეპლებს))) გაქნილობა და მაგარი მენეჯერობა მაგაშია,რომ მაგათ უფასოდ აწაპნო პოგბები,კომანები,ხედირები,პირლოები,ალვეშები,იკონები…
ALLENATORE რეალი თუ 50-ად ყიდის 30-ს უმატებს მაროტა + 20=50 რას კარგავს აქ რეალი? ვერ ვხვდები ლოგიკას…
5-10 მილიონი ეტყობა პერესს ბევრს უწყვიტავს )) უბრალოდ ზოგი შანს არ უშვებს ხელიდან კატოკივით არ გადაუარონ იუვენტუსის ხელმძღვანელობას.. დრაქსლერზე გამოვიდნენ და ხომ ვამბობდით იუვეს ბრალი იყო და არა ფეხბურთელისო )) ფეხ მოტეხილ როჟაში გვახდევინებდნენ 50 მილიონს და ეგ ცუდი მაროტა როგორ არ დაიკერა კი დაიწყო ტირილი უკვე საკუთარი გადაწყვეტილების გამო დრაქსლერმა ) გაეჭედა შალკესთვის და ეთქვა არ მინდა იქ გადასვლაო და მოგვარდებოდა მაგითი.. რამდენი შემთხვევა ყოფილა თანამედროვე ფეხბურტში როდესაც ფეხბურთელები არ მიდიოდნენ ფულზე პსჟ-ში, სიტიში და ასე შემდეგ..
აქ ზოგზოგიერთის მოთქმა და მაროტასთვის თითის ქნევა იმდენად სასაცილოა რომ )) იმპოტენტი იუვე ) და ეს არის გულშემატკივროვა )) ლოლ
მორატამ მკვეთრად შეცვალა განცხადებების სტილი იმ უაზრო სიტყვების მერე და საინტერესოა რა მოხდა ) რა უთხრეს ასეთი ))
არსებობს სერიოზული ალბათობა, რომ დარჩეს, როგორ გგონია?
რადიკალურად შეცვალა კომენტარის გაკეთება.. სავარაუდოდ კონსულტაცია გაიარა აგენტთთან, რომელმაც უთხრა: რეალი შენს დატოვებას არ აპირებს.. მსურველები არიან ესენი და ესენიო.. გარანტიებს ვერავინ გაძლევსო.. მერე შეიძლება ვიღაცამ გააკრიტიკა უაზრო კომენტარის გამო, რომელიც ნამდვილად გააკეთა.. დაიწყო დამწვარი ხიდის თავიდან აშენება.. ვნახოთ.. მემგონი შანსი გაჩნდა, მცირედი, მაგრამ მაინც..
Ai es porma minda ra grdzelmklaviani chempiontaligis logos gareshe unomro ogond originali ra megobars davabare da tipma italiashi ver naxa to gavgijdi turinshi ar yopila ogond da isev zebra chamomitana 21 nomrit ra
ფანზ.გეს ქონდა. მანტის.გე ზეც ნახე
კონტრაკტში უნდა ჩადებულიყო პუნქტი )) თუ რეალი თავისთვის იბრუნებს მაშინ იბრუნებს აქვს ნება ჯანდაბას ) მაგრამ თუ უნდა დაიბრუნოს იმისთვის რო გაყიდოს ისევ, მაშინ იუვეში უნდა დატოვოსს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ) ეხლა მორატამ ჭამა ხახვი და რა ვქნათ ) გაუზარდა რეალს ფეხბურთელი და ფულს აკეთებს პერესი )
აი პერესსს უნდა მორატას გაყიდვა 50 მილიონად ) კიდია ხო არსენალში გაუშვებს თუ იუვეში მთავარია თანხა აიღოს ) იუვეს შეხვდება და ვთქვათ იუვე ეუბნება მაროტა 40 ვიხდითო ) ეხლა როგორ ფიქრობთ სად გაყიდის რეალი ? ან თუნდაც მორატას სურდეს იუვე იმის გამო რო მორატას იუვე უნდა 10 მილიონს დაკარგავს რეალი ?? მარტივია ეგ :D:D ) პერესს სულ კიდია სად გაუშვებს ოღონდ გაყიდოს იმ ფასად რაც სურს . ) ამიტომ შეეშვით ამ უაზრო ლანძღვას ) ერთ რაღაცას თვალები უნდა გაუსწოროთ იუვე ევროპულ სატრასფერო ბაზარზე არის იმპოტენტი და მეტი არაფერი ))))))))) მორატამ სულ ვენები რო გადაიჭრას იუვე მინდაო პერესი არ დაკარგავს 10.… Read more »
Xo da gaushvan 30 avigebt da 25 micen jesusshi da mogvardeba yvelaperi. Me keini minda Mara jesusi imena igrokia. Es mainc manjukichis zamenaa
წინასწარ არ უნდა გალანძღოთ ფეხბურთელი )) რეალში თუ წავიდა ეგ გასაგებიაა ) აი პერესს ძაან კიდია სად გაუშვებს იუვეში იქნება თუ არსენალში ) თანხაზეა საუბარი აქ ) იუვეს თუ არ აქვს იმის თავი თანხა გადაიხადოს რასაც ითხოვენ ) რა ქნას მორატამ დღეს არაა ეგ დრო მე ის მინდა შენ ის გინდა :D:D ) უამრავი აგენტები მუშაობენ მაგ თემებზე ) იუვე ვერ გადაიხდის / გადაიხდის სხვა ))) მერეე ფეხბურთელებს ლანძღავენ ხალხი ) :D:D )
ნეტა დარჩეს რა
ესპანელი აფერისტი თან რეალზე ოცნებობს თან იუვესთან არ უნდა ურთიერთობის გაფუჭება
თუ რეალისგან მიიღებს გარანტიას რო გუნდში დატოვებენ და ათამაშებენ რა თქმა უნდა წავა, მადრიდელთა გაზრდილია და ამის ოცნებაა მანდ თამაში, არც მიკვირს, ეგრე უნდათ იუვეს აკადემიის ფეხბურთელებს და ეგრე უნდა ყველას, ვინც დიდი გუნდის აკადემიაში ირიცხება, მაგრამ მეორეს მხრივ მაგრად მეეჭვება, რეალმა ამის ადგილი გამონახოს გუნდში, ისე არ მოუვიდეს, ნაკრებშიც დაკარგოს ადგილი, სკამზე დააჯინონ და ვაფშე გააფუჭონ, ისე რო მომავალ ზაფხულს არცერთ კარგ გუნდს არ უნდოდეს, პრემიერ ლიგაში წასვლა ხო ვაფშე ზღაპარია, მანდ არსენალში ტიტულს ვერ მოიგებს მთელი კარიერა, იქნება ერთი ჩვეულებრივი ჟირუ..იუვე ზედგამოჭრილია ალვაროსთვის..
ერთი ჩვეულებრივი ჟირუ :D :D :D
საინტერესოა ასეთი რა უთხრეს სანკრებო შეკრებაზე))
ბაზარი არაა მეც ეგ ვიფიქრე ეგრევე
დაჩი ბიჯოუუუუუუუუუუ. ძაან მინდა რო დარჩეს მაგრამ რეალში თუ დაბრუნდება და დარჩება როგორ უნდა დაადანაშულო, ბავშვობიდან მანდაა და ფანია, მეც ეგრე მოვიქცეოდი იუვედან რო გავენათხოვრებინე უეჭველი დავბრუნდებოდი. მაგრამ რაიცი, მე სახლში ვარ და ეგ იუვე რეალს შორის აკეთებს არჩევანს :D