ნედვედი ბრაზილიის თამაშს დაესწრება

იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი ამ ეტაპზე ფლორიდაში ისვენებს, თუმცა როგორც ჩანს ამას დიდი დრო არ უწერია. იგი ბრაზილიის ნაკრების თამაშზე აპირებს წასვლას, სადაც სავარაუდოდ დანი ალვეშთანაც ისაუბრებს. ეს ყოველივე მან ჩეხურ გამომცემლობასთან საუბარში დააფიქსირა:“გადატვირთული და დამღლელი სეზონი იყო ამიტომ ევროპის ჩემპიონატზე დასწრებას ნაკლებად ვგეგმავ. რაც შეეხება სატრანსფერო საქმიანობას, მომზადებას ყოველთვის ადრეული ეტაპიდან ვიწყებთ, რადგან სანაკრებო ფორუმებს ძალუძს კონკრეტულ მოთამაშეებზე ფასის ან აწევა, ან შესაძლოა დაწევაც.. შესაბამისად მყისიერი და ზუსტი მოქმედებაა საჭირო. ვაპირებ ბრაზილიის თამაშს დავესწრო.. ჩვენ უკვე შევაჩერეთ საკუთარი არჩევანი რამდენიმე ფეხბურთელზე და ვაგრძელებთ მოლაპარაკებების სტადიას”.
მარტო ალვეშის გ ამო არ წავიდოდა ნედვედი ან ჟესუსზეც მოელაპარაკება პალმეირას იმის ფონზე რო ძაძა და მორატა აბარგების პირასაა ან ტრეკუარტისტა ისე ჟესუსი თუ მოვიდა არ ვიცი რა ბომბა გაიზრდება 2 -3 წელში თუ მოვა ჩვენთან მისი ფასი ერთი 80 ლიმონამდე აიწევს