ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri : კონტე : “იტალია დაცვითი ფეხბურთის თამაშს არ აპირებს”

იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი, ანტონიო კონტე ფინეთთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და ჩატარებული მატჩი შეაფასა : “დაუღლელად ვშრომობთ, შეუძლებელია ერთ მატჩში ყველაფერი ნათლად გამოჩნდეს, მაგრამ ფაქტია, გუნდს პროგრესი ეტყობა.ორივე ამხანაგური დაპირისპირება მოვიგეთ, ბელგიასთან მატჩამდე კიდევ ერთი კვირა გვაქვს, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტოქეს ჩვენი ტემპი მოვახვიოთ თავს, შეტევები კი უფრო ინტენსიური და სახიფათო გავხადოთ.ასეთი ტურნირების დროს მნიშვნელოვანია გუნდის თითოეულ წევრს იდეალურად ესმოდეს ერთმანეთის, ნაკრებში კარგი განწყობაა და მიხარია, როდესაც ერთ მუშტად შეკრულ შემადგენლობას ვხედავ.ისინი ბედნიერები არიან იმით, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან და თან, ერთმანეთის იმედი აქვთ.”

“ტიაგო მოტა ? – ვფიქრობ, 60 წუთის მანძილზე მან მშვენივრად ითამაშა.გასაგებია, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი შეკრებაზე კარგ ფორმაში გამოცხადდა, ზოგიერთი კი ცუდში.ახლა ყველანი ერთად ვიბრძვით იმისთვის, რომ წარმატება მთელს იტალიას მოვუტანოთ, ეს ჩემი ან რომელიმე ფეხბურთელის წარმატება კი არა, მთელი ქვეყნის სიამაყის საბაბი უნდა იყოს.მომენტები შევქმენით, მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მხოლოდ ორჯერ მოვახერხეთ მეტოქის კარის დალაშქვრა.უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯნენ.ვიცი, რომ პროგრესი კიდევ გვჭირდება, მაგრამ ფეხბურთელების მჯერა და ვიცი, ისინი ყველაფერს გააკეთებენ შედეგისთვის.შეუძლებელი არაფერია ? – მართლაც, სრულიად ვეთანხმები.არ მინდა წინასწარ ვისაუბრო იმაზე, თუ რომელ ეტაპამდე მსურს მისვლა.ჩვენი მიზანია ტურნირზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ და ყველას დავანახოთ, თუ რა შეგვიძლია.ჯამპიერო ვენტურა ? – ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.ახლა მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობ და არ მინდა მომავალზე საუბარი.”

“დაცვითი სტილი ? – არ ვეთანხმები იმ აზრს, თითქოს ევროპის ჩემპიონატზე დაცვითი სტილით მოთამაშე იტალიის ნაკრებს იხილავთ.საერთოდ, კონტრშეტევებზე გუნდს არასდროს ვავარჯიშებ, არ მიყვარს ამგვარი ფეხბურთი.როდესაც ბურთს ვფლობთ, გვინდა მაქსიმალურად ორგანიზებულად და აზრიანად შევუტიოთ, როდესაც ვკარგავთ ბურთს, აქტიური პრესინგის წყალობით მის დაბრუნებას ვცდილობთ.ბელგიასთან იტალიამ საკუთარი სათქმელი უნდა თქვას, არ ელოდოთ იმას, რომ დაცვაში ჩავდგებით და ჩვენს შანსს კონტრშეტევაზე დაველოდებით.დიახ, გუნდში მყავს სწრაფი და მობილური ფეხბურთელები, რომლებსაც სწრაფად ბურთის ამოტანა და კარისკენ გაქცევა შეუძლიათ, ჩირო იმობილეს და სიმონე ძაძას ვგულისხმობ, მაგრამ მირჩევნია, ბურთს ჩვენ ვფლობდეთ და მეტოქეს საკუთარ თამაშს ვახვევდეთ თავს.სამწუხაროდ, როდესაც ანგარიში 1-0 გახდა, ფინეთმა არაფერი შეცვალა, მათ შეტევა არ სცადეს, შესაბამისად, ელოდნენ ჩვენი მხრიდან შეცდომების დაშვებას და მათი გამოყენება უნდოდათ.საბედნიეროდ, შეცდომები ცოტა გვქონდა.”

“რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, კარგია, რომ გავიმარჯვეთ, ეს მოთამაშეებს მეტად თავდაჯერებულს ხდის.პოზიტიურია ისიც, რომ ორი შეხვედრაა მეტოქეს კარის ჩარჩოში დარტყმის საშუალება ერთხელაც არ მივეცით, მეტი გოლის გატანა კი ნამდვილად შეგვეძლო, როგორც დღეს, ისე შოტლანდიელებთან.ფეხბურთელებისგან დიდ ენთუზიაზმს ვგრძნობ, ისინი მაქსიმალურად იზიარებენ ჩემს იდეებს და სურთ, წარმატებას მიაღწიონ.ტაქტიკა ? – ზოგჯერ საჭიროა, ფლანგებზე ვინგერებმა ითამაშონ, ზოგჯერ კი მეტად დაცვითი ფეხბურთელები გამომყავს.საბედნიეროდ, მყავს ალესანდრო ფლორენცისა და ფედერიკო ბერნარდერსკის მსგავსი მოთამაშეები, მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მოედანზე ყველაფრის შეცვლა.კანდრევას თამაშით კმაყოფილი ვარ, ის კარგ ფორმაშია.მომეწონა სტეფან ელ შაარავის ასპარეზობაც.როდესაც ფლანგებზე შემტევი ფეხბურთელები არიან, 3-5-2 ტაქტიკაზე მეტად სქემა 3-3-4 ემსგვასება, მინდა, მინდორზე დაბალანსებული შემადგენლონა გამოვიყვანო, ისინი, ვისაც შეტევაც შეუძლიათ და საჭიროების შემთხვევაში დაცვაც.”

“სასტარტო შემადგენლობა ბელგიის წინააღმდეგ ? – წინ კიდევ რამდენიმე დღეა და ვფიქრობ, ვარჯიშები თავად მომცემს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან ვიცი, ვინც არ უნდა შევუშვა მინდორზე, ას პროცენტიან შედეგიანობას მივიღებ.მოტა ? – მესმის მის მიმართ კრიტიკის საფუძველი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ტრავმის გამო ტიაგოს გარკვეული პერიოდი გაუცდა.პრესა ცდილობს, ნაკრებზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს, ამიტომ მირჩევნია, ბევრი საუბრის ნაცვლად ვარჯიშებს მივაქციო ყურადღება.სირიგუ ? – ვხედავდი, რომ მას თამაში სჭირდებოდა, მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა.ჯიჯი ბუფონი ჩვენი მთავარი იმედი და ლიდერია, კარგ ფორმაშია ფედერიკო მარკეტიც.საბედნიეროდ, მეკარეებზე სანერვიულო ნამდვილად არ მაქვს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
8 years ago

Rogor meamayebit ro icodet…. Warmatebebi lomebo

ნიკა
ნიკა
8 years ago

Aba tqven icit mgleboo magrebi xart midit belgia daachoqed :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ვნახოთ რას იზამ კონტე

ALLENATORE
8 years ago

ვნახოთ რას იზავენ )) ყველაზე დიდი პრობლემა არის 10 იანი რომელიც იტალიას არ ყავს ) ტევესის დონის ერთი კაციც რო გვყოლოდა დაამშვენებდა ამ ნაკრებს ) კასანოს და ბალოტელის რა ვუთხარი ) კასანო საერთოდ ყველაზე მაგარი ტალანტის პატრონი იყო და თავისი ხასიათის გამო გაანიავაა ყველაფერი ისევე როგორც ბალომ ) ეხლა უყურე ედერს და იმობილეს მართლაც რო იმობილეა ეს მოუქნელი ჭ კლასის ფორვარდი )

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x