#ForzaAzzurri : ფეხბურთელების კომენტარები მატჩის შემდგომ
ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ სკუადრა აძურას რამდენიმე წევრმა მისცა.გთავაზობთ ემანუელე ჯიაკერინის, სტეფან ელ შაარავისა და სალვატორე სირიგუს კომენტარებს..
ჯიაკერინი : “მშვენიერი ტესტი გამოვიდა, მაგრამ არ ვთვლი, რომ მარტივი მატჩი იყო.ფინეთმა დაცვითი ფეხბურთი შემოგვთავაზა და შესაბამისად, მათი კარისკენ დარტყმების განხორციელება საკმაო სირთულეს წარმოადგენდა.ჩემი აზრით, შემადგენლობის თითოეულ წევრს აქვს შანსი ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს, გუნდი მაქსიმალურად მონდომებულია და ყველაფერს ვაკეთებთ შედეგის მისაღწევად.არა მგონია, მწვრთნელი სასტარტო თერთმეტეულში მყარად იყოს ჩამოყალიბებული, მონდომებულია ყველა, მიუხედავად პოზიციისა და მახასიათებლებისა.ტიაგო მოტა ? – ის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, შესაბამისად, არ ვთვლი, რომ სტვენას იმსახურებდა.ტრავმის გამო ტიაგოს საკმაო პერიოდი გაუცდა და იმედია, სასურველ ფორმაში მალე ჩადგება.”
ელ შაარავი : “ის, რომ ფავორიტად არავინ გვთვლის, ჩვენთვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.ჩვენი მთავარი მიზანი თითოეულ მატჩში წარმატების მიღწევა და რაც შეიძლება შორს გასვლაა, მოუთმენლად ველით ბელგიასთან დაპირისპირებას.რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, მწვრთნელმა მარცხენა ფლანგის სრულად კონტროლი დამავალა და ვცდილობდი, ბოლომდე დავხარჯულიყავი.ვფიქრობ, მშვენიერი მატჩი გამოდგა, მით უმეტეს, თავს მშვიდად გრძნობ, როდესაც შენს უკან ისეთი მცველი დგას, როგორიც ჯორჯო კიელინია, იგი მზადაა ნებისმიერ დროს დაგაზღვიოს და შეცდომა გამოსწოროს.დიახ, ჩემი და კანდრევას დავალება მსგავსია, თუმცა როდესაც მეტოქე გვიტევს, დაცვაზე ვართ ორიენტებულნი, როცა ბურთს ვფლობთ, ბევრი მოძრაობა და შეტევაში ჩართვა გვევალება.შემიძლია გითხრათ, რომ ეს პოზიცია მომწონს.ტიაგო მოტა ? – ის ნამდვილი ჩემპიონია და დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დაგვეხმარება.”
სირიგუ : “მზად ვარ მინდორზე იმ დროს გავიდე, როდესაც მწვრთნელს და გუნდს დასჭირდება.თავს გუნდის ნაწილად ვგრძნობ და მადლობა ანტონიო კონტეს, რომელმაც დღეს თამაშის საშუალება მომცა.პირველ ოფიციალურ მატჩამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და ვარჯიშები მეტად ინტენსიურ სახეს იღებს, პროგრესი კიდევ გვჭირდება.შოტლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით ფიზიკურად უკეთეს ფორმაში ვართ, ტურნირზე იდეალურ კონდიციებს უნდა მივაღწიოთ.”
აუ, ფინეთს მოვუგეთ პენლით და უკვე მსოფლიო ჩემპიონები ვართ. გერმანიისგან გაუპატიურება უკვე ყველას დაავიწყდა.
წარმატება ბიჭებო