ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri:”კონტეს 3-5-2 და სავარაუდო შემადგენლობა”

ახლოვდება იტალიელთა პირველი მატჩი ევრო 2016-ზე და ბუნებრივია პრესის ყურადღება ამ ფაქტთან დაკავშირებით ეტაპობრივად გაიზრდება. დღეს, ოდნავ მოგვიანებით გაიმართება პრესსკონფერენცია, რომელზედაც ანტონიო კონტე მოახლოებულ მატჩზე და საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრებს. მანამდე კი არაერთი ვარაუდი ჩნდება თუ ვინ დაიწყებს აძურის რიგებში შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში:

მეკარესთან და დაცვის ხაზთან კითხვები არ არსებობს.. ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე, რომელიც 3-5-2 იქნება, კარის და მის მისადგომებთან არსებულ ზონებს იუვენტინოები დაიკავებენ..

რაც შეეხება დანარჩენს პოზიციებს, ეს გარკვეულწილად კითხვის ნიშნებს აჩენს.. კერძოდ თავდასხმაში, ბოლო ინფორმაციით იუვეს ექს თავკაცი ელ შარავიზე მეტად ედერს დაეყრდნობა, რომელსაც მეორე ფორვარდის როლში ხედავს.. მიუხედავად იმისა, რომ ინტერში მას პრაქტიკულად არაფრით გამოუჩენია თავი, როგორც მიმოხილველები იუწყებიან ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ნერიაძურისტამ საგრძნობლად მოუმატა.. მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე კი სავარაუდოდ მინდორზე გრაციანო პელეს ვიხილავთ.. საკვალიფიკაციოს პერიოდში საუთჰემპტონის ფორვარდი არაერთხელ გამოჩენილა მინდორზე.. ძაძა როგორც სათადარიგოთა სკამზე დარჩება..

ნახევარდაცვაში ანტონიო უპირატესობას დე როსის მიანიჭებს.. იგი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა კონტეზე და როგორც ჩანს ამ ეტაპზე ტიაგო მოტაზე უკეთეს პირობებში იმყოფება.. მის გვერდით განლაგდებიან ჯიაკერინი და პაროლო.. მარჯვნივ 99%-ით კანდრევას უნდა ველოდოთ, ხოლო მარცხნივ.. აქ უკვე გააჩნია როგორ სტილში გეგმავს მწვრთნელი ასპარეზობას.. ფინეთთან ელ შარავი თამაშობდა, მაგრამ თუ აძურის თავკაცს დაცვითი ზღუდეების გამაგრება ადარდებს, მაშინ უპირატესობა დარმიანის მიენიჭება..

ბელგია: კურტუა, ალდერვერლდი, ვერმალენი, დენიერი, ვერტონგენი, ნაინგოლანი, ფელაინი, ვიტსელი, დე ბრიუენი, ლუკაკუ, აზარი

იტალია: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, კანდრევა, პაროლო, დე როსი, ჯიაკერინი, დარმიანი (ელ შარავი), ედერი (ძაძა), პელე

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :juvee:

ლემინა
ლემინა
8 years ago

ნუ შეშინდებით! ყველაფერი კარგად იქნება! მოიგებს იტალია და პირველ ადგილზე გავა ჯგუფში.

ან მესამეზე და გადათამაშებებში მოიგებს და ფინალში გავა :forza:

1juve
1juve
8 years ago

Buffoni – barzali bonuchi kielini – landreva florenci de rosi mota jakerini – zaza pele kontem damireka :chuvak:

Levani_Levani
დათკა
8 years ago

გოჩა ჩერტკოევი მაინც წაეყვანა :lool:

VIKING
VIKING
8 years ago

ტოტი მაინც წაეყვანა სიმბოლურად, 10-იანს მაინს მაინც ეყოლებოდა პატრონი))

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Da meore porvardiiii vinaaa nakrebshiii ederis garda are in araa uketesi da es miunishnebs im yvelaperze rom cudiii tavdasxma yavs italias

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დიბალა არგენტინელია

Vega
8 years ago

ედერს დაეყრდენი და მოიგებ ყველა მათს რა. ამიტომ არ მიყვარს კონტე ასეთი ჯიუტი ადამიანი არ მინახია რა. აიკვიატებს ერთს და ვსო. უბრალოდ რას ხედავს ამ ადამიანში ვერ გავიგე. ან ვინ მისცა ამას იტალიის მოქალაქეობა. დიბალა დაეკერეთატ მაინც ფუ ამათი

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x