პადოინი თანახმაა კალიარიში გადასვლაზე, მაგრამ მაროტა..
სიმონე პადოინი ახლოს არის კალიარიში გადასვლასთან, თუმცა მხარეებს შორის მცირედი უთანხმოება მაინც არსებობს.. თავად ფეხბურთელმა მარკო სტორარის დაჟინებული თხოვნის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება კარიერის მასთან ერთად გაგრძელებაზე, მაგრამ ბიანკონერი არ აპირებს ფასდაკლების გაკეთებას. კერძოდ კალიარი მზად არის 700 000 ევრო გადაიხადოს, მაგრამ იუვეს გენერალური დირექტორი 2.5 მილიონ ევროს დაკლებას არ გეგმავს. შესაძლოა მოკრძალებულმა კლუბმა “გრაფი” არენდის წესით აიყვანოს, ხოლო მომავალი სეზონის ბოლოს ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ გამოისყიდოს. კულმინაცია ახლოვდება და რამდენიმე დღეში სიმონეს ბედი საბოლოოდ გაირკვევა.
რა 700 000 ევრო კაცმა ზედიზედ 5 სკუდეტო მოიგო