#ForzaAzzurri – ბუფონი : “შვედეთი მხოლოდ იბრაჰიმოვიჩი არაა”
როგორც უკვე გითხარით, ანტონიო კონტესთან ერთად შვედეთთან წინასამატჩოდ ჟურნალისტებს ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი შეხვდა, რომელიც აცხადებს, რომ მეორე შეხვედრის ჩატარება ყოველთვის გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული : “ისტორიულად, მეორე მატჩში ძალიან გვიჭირს, ახლა დროა, ეს ტენდენცია შევცვალოთ.პირველ შეხვედრაში ჩვენგან წარმატებას არავინ ელოდა, თუმცა მაქსიმალურად მოვინდომეთ და ბელგია დავამარცხეთ.რაც შეეხება ჩრდილოელებს, მათთან დაპირისპირება რთულია, თუ საუკეთესო თამაშს აჩვენებ, მოიგებ, კარგი თამაშის შემთხვევაში მხოლოდ ფრეს შეგიძლია დასჯერდე, ცუდად თუ გამოიყურები, აუცილებლად დამარცხდები.შვედები იოლად არაფერს დათმობენ.BBC ? – კარიერის მანძილზე არაერთ მაღალი დონის მცველთან მითამაშია, თუმცა ეს ტრიო მართლაც გამორჩეულია.კიელინისთან, ბარძალისთან და ბონუჩისთან ერთად უკვე წლებია ვთამაშობ, ისინი წლიდან წლამდე პროგრესს განიცდიან და მაქსიმალურად ანადგურებენ მეტოქის შეტევებს.ბონუჩი ? – ის დაცვითი ყაიდის გამთამაშებელია, შეხვედრის განმავლობაში ბურთთან ერთად ძალიან ბევრ რთულ მოძრაობას აკეთებს, თუმცა მაღალ დონეზე.ბოლო წლებში მისი განვითარება მართლაც თვალშისაცემია.”
2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უკანასკნელ წუთზე ბუფონს საოცარი გოლი გაუტანა ქუსლით, თუმცა ჯიჯის ის შეხვედრა უკვე წარსულზე აქვს ჩაბარებული : “იმ მატჩს იშვიათად ვიხსენებ, მაშინ ზლატანი ახალგაზრდა ტალანტი იყო და 12 წლის შემდეგ მსოფლიოში გამორჩეული ფორვარდია.მსგავსი გოლები იბრას ხშირად გააქვს, მისი ყოველი მესამე ან მეოთხე გოლი საოცარი სილამაზისაა.დიახ, მას ვუფრთხი, რადგან ერთი მარტივი ქმედებით შეუძლია მთლიანი შეხვედრის ბედი გადაწყვიტოს.მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ შვედეთი მხოლოდ იბრაჰიმოვიჩი არაა, მის გარდა სკანდინავიელებს არაერთი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ.”
Any 3 mcvelze uars ityvis? Principshi ratunda 3 mcveli, kargad ro tamashobdnen da mteli evropa ro mag sameuls aqebdes kide xo gariskavda Kaci da darchenoda 3 mcvelian taqtikaze Mara barzali – bonuchi – kielini ertad Ra dasayenebelia, humelsi – boatengi – Mustafa ro gvyavdes mashin uewveli 3 mcvelit vitamashebdit, klasi da gamocdileba meti aqvt
როგორც ჩანს ალეგრის უნდა პიანიჩი ტრეკვარტისტად გამოიყენოს ) უკვე ესაუბრა ბოსნიელს ამ თემაზე ნუ ალბათ გარკვეულ თამაშებში ) იტალიური პრესა აქტიურად წერს ამის შესახებ )