“ბარსელონა” მასკერანოს გაშვებას არ აპირებს
ესპანური გამოცემის, სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ხავიერ მასკერანოს ტურინის “იუვენტუსში” გაშვებას არ აპირებს.ამავე წყაროს მტკიცებით, კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი არგენტინელ ფეხბურთელს შეხვდა და შეატყობინა, რომ იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.ჯუზეპე მაროტა მზად იყო, 31 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ლა ლიგას მოქმედი ჩემპიონები არანაირი წინადადების განხილვას და მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებენ.შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა პრესა აქტიურად უკავშირებს მასკერანოს ბებერ ქალბატონს, თუმცა, როგორც სჩანს, ჭორები მხოლოდ ჭორებად დარჩება.