ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუადრადოს დარჩენა სურს, ხოლო ჩელსი შესაძლოა კანდრევაზე გადაერთოს

მილანური გამომცემლობები სულ ახალ და ახალ ინფორმაციებს ავრცელებენ ხუან კუადრადოს თაობაზე.. ფეხბურთელს არ სურს ლონდონში დაბრუნება და კარიერის იტალიაში გასაგრძელებლად ყველაფერს მოიქმედებს, თუმცა გადაწყვეტილებას ორი კლუბის წარმომადგენლობა უახლოეს შეხვედრაზე მიიღებს. კონტეს მარჯვენა ფლანგისთვის სწორედ კოლუმბიელის გამოყენება სურს 3-5-2 სქემაში.. თუმცა, არ არის გამორიცხული კუადრადოზე უარი თქვას, თუ არისტოკრატები ანტონიო კანდრევას შეძენას მოახერხებენ.. ამ ეტაპზე იუვეს ექს თავკაცი აძურისთვის შეუცვლელ ფიგურად სწორედ ლაციალეს შუახაზელს მიიჩნევს და სიამოვნებით იყოლიებდა თან ლონდონურ თავგადასავალშიც.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ხიფათა და ალვეშა ფლანგს აიკლებენ. ლიხტა კიდე მართა სუპერ კლასია, ამდენიხანია სტაბილურად კარგად თამაშობს და ეს თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რა თქმა უნდა უნდა დარჩეს, ამის გარეშე იუვეს ფანტაზია დააკლდება შეტევაში, თან ზამენიდანაც მაგრად შემოდის ხოლმე, მთელ ფლანგს აწიოკებს

პლატინო პოგბა დიბალა
პლატინო პოგბა დიბალა
8 years ago

კუადრადო უფრო საჭიროა ლიხტაზე კუადრადო რო არ გვეყოლება მაშინ ფლანგელი უნდა ვიყიდოთ რაც ალეგრის ჭირდება ალვეში ნახევარმცველი არაა და კარგ ფლანგელს ვერ იყიდიან ლიხტა კიდე უკვე აშკარა რეგრესისკენ მიდის და ევროპაზე მთლად ნათლად ჩანს ლიხტა ძან მიყვარს მარა გუნდისთვის ჯობია ყველანაირად კუადრადო დარჩეს ეს თუ წავიდა ფანტაზია მოაკლდება გუნდს

jjj jjj
8 years ago

კუადრადოს დარჩენით და ალვეშის მოსვლით ლიხტა მიდის ანუ, თუ რა მაფიაა?! ლიხტა დაცვით ფაზაში კუადრადოს და ალვეშს გამოიბამს ორივეს ერთად და ათრევს გრძელი პლაშივით!!! :yes: კუადრადოს დიდი მადლობა, მაგრამ ლიხტა და ალვეში უფრო გამოადგება გუნდს ვიდრე ალვეში და კუადრადო… :yes:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ძლიან კარგი დარჩი

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x