ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტასა და დე ლაურენტისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაბათს საღამოს ჯუზეპე მაროტასა აურელიო დე ლაურენტისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა..

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა “ნაპოლის” პრეზიდენტს განუცხადა, რომ ბიანკონერები ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტის ამუშავებას აპირებენ და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაადასტურებენ გონსალო იგუაინის ტრანსფერს.თუმცა, ამავე წყაროს მტკიცებით, ბებერი ქალბატონის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ შესთავაზა ნეაპოლელებს ტრანსფერში სიმონე ძაძას, დანიელე რუგანის ან რობერტო პერეირას უფლებათა პაკეტის ჩართვა დამატებით თანხასთან ერთად, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუღია.

ნებისმიერ შემთხვევაში, პიპიტას ტრანსფერს “იუვენტუსში” წინ არაფერი დაუდგება, გასარკვევი მხოლოდ ისაა, 94 მილიონ ევროს ამჯობინებს დე ლაურენტისი თუ ბარტერის სახით გაცილებით ნაკლებ თანხასთან ერთად რომელიმე ფეხბურთელით გაძლიერებას.იტალიური პრესის მტკიცებით, ნეაპოლელები უკვე რამდენიმე მოთამაშესთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და სავარაუდოდ, ტურინელებს მაინც 94 მილიონი ევროს გადახდით მოუწევთ ტრანსფერის დახურვა.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
kakha beraia
Bერაბურა
7 years ago

Iსე ბაზრობენ ტიტქოს ჩVენი ცივიდან მიდის 200ც რო Gადაიხადოს და კლასნი FეXბურტელი მოიყვანონ უნდა Gვიხაროდეს. Nაწილი კი Iსე იდზახის დზვირია Aრ გვინდაო ვიტომ თAვიანტ ფულს ყრიან. Aრ გაკოტრდეს და ღAმდენიც უნდატ იმდენი Gადაიხადოს იგუანი დზალიან დზლიერი 9 ნია

Lb19
Lb19
7 years ago

ლუკა ტონის აქვს ნათქვამი იგუაინი სუარეზს ჯობიაო :lool: იმედია მართლა ეგრე იქნება იუვეში :lool:

juveboy-leo
7 years ago

asamoa rakacia,magas travmebi ro ar awuxebdes sul ar vidardebdi pogbas wasvlaze :chuvak: ragaca jigar rojaa kvadvo :forza:

juveboy-leo
7 years ago

rame gairkveodes neta pogbazec rashveba bolobolo gavigot

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რუგანის გაჰვება სისულელე იქნება

alex-97
Delpieronedved
7 years ago

პოგბა რჩება :lool: :lool: :lool: :lool: ჩაუვარდა რაიოლას კოვზი ნაცარში, ალხა ვისტესი დავიმატოთ და დავიწყოთ რბევა :lool: :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  Delpieronedved

პოლი რო დარჩებოდეს ძმაო მაჰინ იუვეს მარტო ავტომატი გააჩერბს ისე ვერცერთი გუნდი

Shelby
Shelby
7 years ago

94 მილიონი არი ამაში სასაცილო.ბოლოსდაბოლოს 80 ად იყიდა ბარსელონამ სუარეზი.ცუდი ფეხბჰრთელი არაა.აი 50-60 რო ვყიდულობდეთ კიდე ჰო

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  Shelby

მაგ ფასად ჯიგარო არმოგცემდნენ ნუ ფარგლებში გაიყიდებოდა 31 ივლისის მერე მარა ნაპოლი ჯუვეს არასდროს ნიყიდის მასე ასე რომ სხვა გზა რო არ იყომიტო გადაწყვიტეს სხვანაიორად ვერ მოგვყავდა….

ALLENATORE
7 years ago

რუგანისთან რა უნდათ )) რუგანი უახლოეს წლებში ძაან მაგარი მცველი გახდება

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x