ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საკი : “დიბალა ფენომენია”


არიგო საკი პაოლო დიბალაზე საუბრობს.

“2 წლის წინ მილანის პრეზიდენს სილვიო ბერლუსკონის ველაპარაკე და ჯერ კიდევ მაშინ ვუთხარი, რომ მაურისიო სარი დაენიშნა მთავარ მწვრთნელად, ის მაშინ ემპოლის წვრთნიდა.

დიბალაზე ? დიბალაზე დიდებული მოთამაშეა, მას პალერმოდან ვიცნობ და როგორც კარგი ფეხბურთელი, ასევე კარგი ადამიანია. ჩემთვის პირველ რიგში ადამიანი ფასობს და შემდეგ დანარჩენი სხვა.

როცა ფრანკ რაიკაარდი მთავარ მწვრთნელად დავნიშნე ჩემთვის სანდო კაცი 20 დღის განმავლობაში სარაგოსაში გავაგზავნე, რომ ენახა როგორ ავარჯიშებდა ფეხბურთელებს და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მათ მიმართ, რას ჭამდა და როგორ იქცეოდა მოწინააღმდეგეებთან.

თუ ვცდები, ვცდები ადამიანში და არა ფეხბურთელში, ახლავე ვიძახი, რომ დიბალაზე დიდ პროგრესს განიცდის და დიდ სიმაღლეებს დაიპყრობს.

იკარდი დიბალაზე შედარებით ნაკლებად სანდოა, მაგრამ მასაც დიდი ტალანტი გააჩნია და მასაც შეუძლია სიმაღლეების დაპყრობა.

იგუაინი? იგუაინს დიდებული სეზონი ჰქონდა. ვფიქრობ, 90 მილიონი მისთვის შესაფერისი თანხაა. დღევანდელ ფეხბურთში ემოციები ხშირია და გონსალო ფანებს დიდებულ ემოციებს ჩუქნის.

ამჟამად ფეხბურთში საოცრად დიდი თანხები იხარჯება და ეს ყველაფერი ნელ-ნელა ბიზნესს ემსგავსება.

მესი და მარადონა? არ არსებობდა უფრო დიდი სასჯელი, ვიდრე მარადონას წინააღმდეგ თამაში, ის არაფრიდან გოლს ჰქმნიდა.

მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ დიეგოს შეეძლო ყველგან ეთამაშა, რასაც მასზე ვერ ვიტყვით.

იტალიაში ყოველთვის რთული თამაშია, დგომა დაცვაში და ბურთის ფლობა, მაგრამ დიეგომ ყოველივე ეს შეცვალა, არა მარტო იტალიაში, ესპანეთშიც.

მესიმ თითქმის ყველა ტიტული მოიგო, მაგრამ თამაშის სტილით მარადონა ბევრად წინ დგას. “

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
კეისარ-24
კეისარ-24
8 years ago

მესი იუვეს ფეხბურთელი რომ არ არის მაგიტომ გაქვთ ეგ დამოკიდებულება,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს მის თამაშს არ უყურებთ ადამიანმა როგორ უნდა თქვას მისი თამაშის ყურებით სიამოვნებას არ ვიღებო კრიშტიანუზე შეიძლება თქმა გაუმართლაო მაგრამ მესი 10-15წლის წინ რომ ყოფილიყო ის მესი რომელიც ეხა არის ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგებოდა ისევე როგორც ეხა დგას,იყიდეთ ლეო და ნახავთ ლიგას ლიგაზე მოიგებთ ბარსელონას კი ლა ლიგის მოგებაც გაუჭირდება ;)

ფოიერბახი
ფოიერბახი
8 years ago

ფეხბურთი იმითაა საუცხოო, რომ გვჯერა რომ ობიექტურად, ვთქვათ დელ პიერო(სხვისთვის კიჭა ან სხვა ვინმე), არ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი მაგრამ მაინც რომ მისი კიდევ ერთხელ ხილვა გვირჩევნია მესის მთელს კარიერას. მე ალექსასგან(და ზიზუსგან) რა სიამოვნებასაც ვიღებდი, იმის ნახევარსაც ვერ ვგრძნობ რონალდუს და მესის თამაშისგან.

ფოიერბახი
ფოიერბახი
8 years ago

არ ვიცი რისი ბრალია, შეიძლება იმის რომ მესი ჩვენი არ არის და მშურს, მაგრამ ფაქტია რომ მიხარია როცა მესის ვიღაც მაინც უსაყვედურებს რამეს. ჩემი აზრით მესის და რონალდოს გაუმართლათ, რომ ასეთ ეპოქაში თამაშობენ. 10 – 15წლის წინ ფეხბურთში უამრავი დიდებული ფეხბურთელი თამაშობდა: დელპიერო, ზიზუ, ანრი, კიჭა, რონალდინიო. ახლა ვის დაასახელებს ამდენს და მაგათი დონისას. მცველებზე არაფერს ვიტყვი. ვინ არის მალდინის, ნესტას, კანავაროს, კარლოსის, კაფუს დონის. მოკლედ ამით აიხსნება მესის ეს უცხოპლანეტელობა. ყოველ შემთხვევაში მჯერა რომ ამდენ ოქროს ბურთს რონალდო და მესი ვერ გაინაწილებდნენ ერთმანეთში, თუკი ისინი 2000-იანების დასაწყისში იქნებოდნენ კარიერის პიკზე. მარადონასთან შედარებისას სულ ის მოჰყავთ არგუმენტად რომ მესის ამდენი… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza:

juveboy-leo
8 years ago

pogbazec ekitxat saintereso iqneboda misi azri

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x