პრემიუმ სპორტი | პარატიჩი მატუიდის შეძენას ეცდება
პრემიუმ სპორტი ბლეზ მატუიდისთან დაკავშირებით უახლეს ცნობებს ავრცელებს..
იტალიური გამოცემის მტკიცებით, ფრანგი ნახევარმცველის მომავალი “პსჟ” – ში ბურუსითაა მოცული.უნაი ემერი მატუიდიზე მეტად ახალწვეულ კრიხოვიაკს ენდობა და არაა გამორიცხული, სასტარტო შემადგენლობის წევრი სწორედ პოლონელი გახდის.
აქედან გამომდინარე, ფაბიო პარატიჩი აქტიურდება და მუდმივ კონტაქტზე იმყოფება მინო რაიოლასთან, ეს უკანასკნელი სწორედ 29 წლის ნახევარმცველის პირადი აგენტია.რაიოლა პოგბას მანჩესტერში გაყიდვით სერიოზულ საკომისიოს იღებს და ახლა მზადაა, ბებერ ქალბატონში პოლის შემცვლელი მოიყვანოს.
ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონები მინიმუმ 35-40 მილიონის ფარგლებში აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა გალილეო ფერარისზე ჯერ ფიქრობენ, ღირს თუ არა ამდენის გადახდა თითქმის 30 წლის მოთამაშეში.შეგახსენებთ, რომ მატუიდი გასულ სეზონში ფრანგული გრანდის შეუცვლელი ფიგურა და ვიცე-კაპიტანი გახლდათ, იგი იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონატზეც.
პსჟ – მანჩესტერ სიტის უყურეთ და აღარასდროს შეაქებთ ბლეს მატუიდის . ეგეთი ასამოაც გვყავს
მოიყვანეთ კარგი საყრდენია
საკმაოდ უტვინიო ფეხბურთელია. თექნიკაც არაფერი. ჩაშლა იცოცხლე. 10იდან 5.5 დავუქერდი. ვერატის ვინ მოგვცემს თორე..
პესეჟედან არ ღირს ფეხბურთელის ყიდვა, ორმაგს ითხოვენ ყოველთვის