ტარდელი:”იტალიური ფეხბურთი ანიელის დამსახურებით სახეს ინარჩუნებს”
იტალიურ ფეხბურთში შექმნილ სიტუაციაზე არაერთი პოპულარული ფიგურა საუბრობს:
ორი ლეგენდარული მილანური კლუბი, რომელთაც დიადი ისტორია გააჩნიათ, ჩინური ინვესტიციების ხელში გადავიდნენ.. აპენინებზე ამ ფაქტს ნეგატიურად შეხვდნენ, რადგან ჯერჯერობით არცერთი მათგანს არ გააჩნია რაიმე განვითარების გეგმა.. მილანთან დაკავშირებით სიტუაცია საერთოდ ბურუსით მოცულია და რა ხდება, ჯეროვნად არავინ იცის..
მარკო ტარდელი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
“საშინელებაა იმის ყურება რაც ახლა კალჩოში ხდება.. მილანურ კლუბებს არანაირი პროექტი არ გააჩნიათ.. ჩინური ინვესტიციები, რომლებიც იდეაში კლუბებისთვის სასიკეთო უნდა ყოფილიყო, ჯერჯერობით ყოველგვარი დივიდენტების გარეშე განაგრძობს ყოფას..
იუვენტუსი კი მადლობა ღმერთს ჭკვიანი ადამიანების ხელშია.. ანიელის ოჯახი მას ცივ ნიავს არ აკარებს.. იმედი ვიქონიოთ ეს ასე დიდი ხნის მანძილზე იქნება, რადგან თუ კალჩო მათაც დატოვეს რაიმე მიზეზის გამო, მაშინ იტალიურ ფეხბურთს შეგვიძლია თამამად დავემშვიდობოთ”.
?oh=c43913c82a723c70b80238156c56d324&oe=58168F8E&__gda__=1477905957_55663f8789de4c8b01b06cf527c94859
აუ საღოლ ცუდად ვარ ))))
48 საათში გადაწყდებაო უნდა ეწეროს
აი იუვეს გარეშე რო დატოვეს სერია ა 2006-ში, იმიტო ეტირა ყოფა ყველას და ყველაფერს იტალიურ ფეხბურთში.
იქს ფაქტორში ორი სკამის კონკურსია და მაროოტას ეკითხებიან საბოლოოდ პოგბა რჩება თუ მიდისო.. ჰა ჰა ჰა
და კიდე იუვეს რო ებრძვიან ყველანაირად
სეარა ა იუვეს გარეჰი ვერ იარსებებდა
წარმოიდგინეთ რა იქნებოდა სერია ა იუვეს გარეშე, ბოლომდე ჩაიძირებოდა და განადგურდებოდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სეზონის დასაწყისში საპრიზო თანხის 50%-ს იუვეს უნდა აძლევდეს მადლობის ნიშნად