Sportitalia პერეირას თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს
Sportitalia პერეირასთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეს აქვეყნებს:
“ფეხბურთელისთვის ბრძოლაში უოტფორდი დაწინაურდა..
ინგლისური კლუბი საქმეში ვალტერ მაცარის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ჩაერთო.. ნაპოლის ექს დამრიგებელი იუვენტინოს დიდი თაყვანისმცემელია და მას ახალ კლუბში გამორჩეულ როლს უმზადებს”.
არავინ მოგცემს მგონი ამაში 20 მილიონს. დიდი-დიდი 15 დავტყუოთ ვინმეს. ვის უნდა სკამზე გამხმარი და მუდამ ტრამვნიანი საშუალო დონის ლათინოსი 20 მილიონად. როცა ვიყიდეთ მაშინ მგონი 17 გავადიხადეთ. ბევრი არაფერი უქნია ამ წლების მანძილზე და ახლა 18 მილიონადაც რომ გავყიდოთ, ზარალია. რადგან ახლა ბაზარზე ბევრად ცოტას ნიშნავს მაშინდელი ბაზრის 17 მილიონი.
ამას არ ეძახის დიბალა კიკუს?))) რომელიღაც სტატიაში თქვა… კი მენანება, მაგრამ 18-20 მილიონად უნდა გაყიდონ!