ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჟუნინიო : “პიანიჩს შეუძლია პირლოს მემკვიდრე გახდეს”

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ჟუნინიო პერნამბუკანო ტუტოსპორტთან ინტერვიუში მირალემ პიანიჩს აქებს და მას ანდრეა პირლოს მემკვიდრედ მიიჩნევს..

“როცა ლიონში პიანიჩი გავიცანი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, თუმცა ეტყობოდან, რომ ძალიან დიდი ტალანტი ეზრდებოდა მსოფლიო ფეხბურთს.დღეს მირალემს კრიშტიანო რონალდუს, ლეო მესისა და გარეთ ბეილის მსგავსად იდეალური დარტყმა აქვს.მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმები ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს, მაგრამ მხოლოდ ამ კომპონენტში არ არის ძლიერი.მსოფლიო დონის მოთამაშეა, ტექნიკური, ჭკვიანი და გაწონასწორებული.ირადად მე, ევროპის სამ საუკეთესო შუახაზელში მივუჩენდი ადგილს.იმედი მაქვს, იგი ანდრეა პირლოს ჩაანაცვლებს, საუკეთესოა როგორც დაცვის წინ, ასევე ტრეკუარტისტად.ნახავთ, ბიანკონერების გულშემატკივრების გულებში მალე დამკვიდრდება.”

“დიბალა ? – არგენტინელს დიდ პატივს ვცემ, მომავალი მის ხელშია.ვერონასთან მისი ჯარიმა ვიხილე, ძალიან მომეწონა, კლასიკურად არ ურტყმას, თითქოს აკონტროლებს ბურთის მიმართლებასა და სიჩქარეს.შემიძლია ვუთხრა, რომ შრომა გააგრძელოს, კვირაში მინიმუმ ორჯერ შორეულ დარტყმებზე ივარჯიშოს და დარწმუნებული ვარ, მალე საჯარიმო დარტყმების სპეციალისტი გახდება.ალვეში ? – სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როდესაც ბარსელონადან წასვლა გადაწყვიტა, იუვენტუსმა დანის სახით სერიოზული გაძლიერება მიიღო.

მიუხედავად მისი ასაკისა, ბრაზილიელი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად რჩება, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ესპანეთში უმეტეს დროს შეტევაში ატარებდა, იტალიაში მეტ ყურადღებას დაცვას აქცევენ.მისი თანაგუნდელები შეისწავლიან მის შესაძლებლობებს შეტევაში და დარწმუნებული ვარ, დიდ სარგებელს მოიტანს.”

“იგუაინი ? – კარიმ ბენზემასთან, რობერტ ლევანდოვსკისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცხრიანია, არ დაგავიწყდეთ, პორტუგალიელი ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა.გამიკვირდა, როდესაც ნაპოლიდან იგი იუვენტუსში გადავიდა, თუმცა, ფაქტია, იუვე როგორც ყოველთვის იუვეა, უდიდესი გრანდი.ტურინელები შიდა ჩემპიონატს სერიოზულად დაიწყებენ და შემდეგ მთელი ძალებით ჩემპიონთა ლიგას შეუტევენ.დადგა დრო, როცა ევროპაზე ამ გუნდმა საკუთარი სიტყვა უნდა თქვას, ამისთვის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი მაქსიმუმს აკეთებს.

გაბიგოლი ? – ახალგაზრდა ტალანტია, მემარცხენე, რომელსაც ფლანგიდან საჯარიმოში შესვლა და დარტყმა უყვარს.უნდა განვითარდეს, ფიზიკურად, ტაქტიკურად და ასე შემდეგ, სხვანაირად იუვეში, ინტერში ან ბარსელონაში თავის დამკვიდრება რთულია.დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას, ბრაზილიელებს ევროპაში წარმატების მისაღწევად სპეციალური გარემო პირობები სჭირდებათ.იგი ახალი ნეიმარია ? – არა, ასე არ ვიტყოდი, ჩვენს ქვეყანაში ნეიმარის მსგავსი ფეხბურთელები ცოტანი არიან, ბარსელონას შემტევს ყველაფერი აქვს, სისწრაფე, ტექნიკა, დარტყმა, ფიზიკური მონაცემები.იგი უნიკალურია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
WOLFENSTEIN
Wolfenstein
8 years ago

:chuvak:

ფოიერბახი
ფოიერბახი
8 years ago

ამდენი რამ ალაპარაკა იუვეზე კაცო =დ მესიმს ლიონზე რომ ელაპარაკა ამდენი, მაგრამ კლუბზე რომელში გადასვლასთანაც კი არასდროს არ ყოფლა ახლოს?!

Soni
Soni
8 years ago

Juninio parambukanooooooo ))) ase vedzaxdi wustad chemi bavshobis erterti sayvareli pegburtelia magrad mevaseboda jarimis ostati.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პირლოს მემკვიდრე პადოინი იყო და გავუშვეს, მხოლოდ მას შეეძლო პირლო 100% შეეცვალა :modee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კარგად ღადაობ

Soni
Soni
8 years ago

:lool:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x