ბონუჩიმ “სიტის” კიდევ ერთი შემოთავაზება დაბლოკა
ლეონარდო ბონუჩიმ მანჩესტერ “სიტის” მორიგი შემოთავაზება გაისტუმრა უარით..
გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქელები კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის აგენტს, თუმცა შეთანხმება მოთამაშის სურვილის გამო ვერ შედგა.ჯუზეპე მაროტა ლიდერთან გამომშვიდობებას არ აპირებს და საბედნიეროდ, ბებერი ქალბატონიდან წასვლა არც ცენტრალურ მცველს სურს.
პეპ გუარდიოლა მზად იყო 29 წლის ფეხბურთელისთვის 8 მილიონი ევრო შეეთავაზებინა, ანუ იმაზე ორჯერ დიდი ხელფასი, ვიდრე ლეო ტურინში იღებს, თუმცა ბონუჩი ბრიტანეთში გადაბარგებას მაინც არ აპირებს.
“იუვენტუსის” ხელმძღვანელობა სულ მალე ბონუჩის ერთგულებას დაუფასებს და ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს გაუფორმებს.
აი ასე!!!იტალიელ ფეხბურთელზე ერთგული არ არსებობს!!!
Forza Leo
ძაან უნდა აფასებდეს ხელმძღვანელობაც და ტიფოზერიაც ასეთ რამეებს და აფასებს კიდეც. საუბედუროდ ძალიან ცოტა გვყავს გუნდში ასეთი ერთგული ფეხბურთელები.
რატომ ცოტა? საკმაოდ ბევრი გვყავს…
ჯიშში და სულში მონობა არ აქვს და მიტომ,სამაგიეროდ ზოგიერთებს ეკეტებათ ფულზე
თურმე შეიძლება დიდ ფულზე უარის თქმა))ბონუჩი იუვეს ლეგენდა გახდება
ჯიგარი ხარ ბონუ