,საპნის ოპერა” სახელად ,,პოლ პოგბა” დასრულდა
პოლ პოგბას საგა დასრულდა..
ჩემპიონთა ლიგაზე ოცნება დასრულდა..
და კიდევ ბევრი რამ დასრულდა იუვენტუსის სკეპტიკუად განწყობილი გულშემატკივრებისათვის.
არადა ახლა იწყება, რაც იწყება! დარწმუნებული ვარ, გინახავთ Sopcast-ით იუვენტუსის თამაშები, ასევე HD ხარისხში, მაგრამ გინახავთ თავად ,,HD” იუვენტუსი? ის უკვე ყველგანაა, პრემიერა გაიმართება 20 აგვისტოს 22:45 საათზე.
სერიალი მოგვითხრობს 2016-2017 წლებზე, ბებერი ქალბატონის ცვლილებზე და მის ახალ თანამშრომლებზე. სერიალის სტარტზევე იხსნება ,,კვანძი” როდესაც ბებერი ქალბატონი სახელად იუვენტუსი მიდის რომის ბაზარში და ყიდულობს ბოსნიური წარმოების ,,პიანიჩს” შემდეგ კატალონიაში ერთ-ერთი ჯელტმენიდან საჩუქრად იღებს ბრაზილიურ სამკაულს დანი ალვეშს, შემდეგ კი კატალონიიდან მიუნხენი-ზაგრების რეისით ეშვება ნეაპოლის აეროპორტში, თან აქვს ბენატია-პიაცა, რომლებიც შესაბამისაც მიუნხენსა და ზაგრებში შოპინგისას შეიძინა, მაგრამ ბენატიას მოჰყვა საგარანტიო ფურცელი, რომელიც ერთ წლიან გარნტიას იძლევა, თუ იუვენტუსმა იგი კარგად იხმარა, ანუ გამოდგომის შემთხვევაში, 18მილიონს გადარიცხავს მიუნხენის ბანკ ,,ბაიერნში”. არც ნეაპოლის ვიზიტს ჩაუვლია შოპინგის გარეშე.
აქ ქალბატონი მისთვის უჩვეულო ხასიათს ავლენს და ძალიან დიდ თანხას იხდის არგენტინელ შეფპოვარში, რომელმაც ნეაპოლიტანურ პიცერიაში 104 წუთში 71 პიცა გამოაცხო. ტურინში დაბრუნებული იუვენტუსი შედის მის ოთახში, ხედავს მის შენაძენებს, ალაგებს თავიანთ ადგილებზე და კმაყოფილებით აღვსილი თაროდან იღებს ბრილიანტს რომელიც 4 წლის წინ იპოვა და თან წამოიღო, რადგან სჯეროდა რომ წლები გავიდოდა და მას ფასი დაედებოდა, ხოდა აი ფასიც ასეთი უნდა 110 მილიონი და ქალბატონი თანახმაა გაყიდოს იგი, რათა შემოსული თანხა ბელგიულ შოკოლადსა და გერმანულ სარდელში დააბანდოს და ეს ორი დიდი სადისტრიბუციო კომპანიის ბელგიული ვიტსელი და გერმანული დრაქსლერი მის-შავთეთრ მაღაზიაში დადოს. მისი ანგარიში მართლაც ივსება 110 მილიონად, ხოლო გამოუვა თუ არა მას, ბელგიული შოკოლადისა და გერმანული სარდელის ბიზნესი ამას შემდეგ სერიებში იხილავთ.
მთავარ როლებში: ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, კლაუდიო მარკიზიო და პაულო დიბალა.
მონაწილეობენ: ბარძალი, კიელინი, ბენატია, რუგანი, ლიხშტაინერი, ევრა, ალექს სანდრო, ასამოა, სტურარო, ხედირა, ლემინა, ჰერნანეში, პერეირა, მარონე, პიაჩა, მანძუკიჩი, ძაძა.
სპეციალური მოწვევით: დანი ალვეში, მირალემ პიანიჩი და გონსალო იგუაინი.
რეჟისორი: გიორგი ქასრასშვილი
პროდიუსერი: ანდრეა ანიელი
კოსტიუმ დიზაინერი: მაროტა ელ პატარიჩი
დამდგმელი ოპერატორი: მასიმილიანო ალეგრი
სცენარის ავტორი: გიორგი ქასრაშვილი
მედია მხარდამჭერი: ForzaJuve.Ge
სისულეები წერია. მინიმუმ 100 მილიონი ექნება იუვეს კონტრაქტში არსებული პუნქტების გათვალისწინებით. ეგ თანხა წერია დაბეგვრის და სხვადასხვა თემებიდან გამომდინარე. ბუღალტრული ამბავია :) ვეკიასენიორას ფორუმზეა დეტალურად განხილული ეგ ამბავი
32% დაბეგვრა არანაირად არააა არც ერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.
იგროკის ყიდვა ნიშნავს გუნდს უხდი ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურს და ამ ტიპის ტრანზაქციებზე არ ვცელდება დაბეგვრა.
დაიბეგრება იუვენტუსი წლის ბოლოს, როცა პარტნიორები დივიდენდების სახით გაინაწილებენ მოგებას.
ტაკ შტო ეს ვარიანტი არაა მიზეზი 78 მილიონის მიღების. თუ ეს ინფორმაცია სწორია, ფაქტია პოგბამ და რაიოლამ ყველა დააბოლეს (ან რაიოლამ ჯერ პოგბა მერე სხვები)
ნებისმიერი თანხა იბეგრება მე ზუსტად პროცენტულზე არ მაქვს საუბარი. რაც შეეხება 78 მილიონს ეს ჟურნალისტების მხრიდან წამოსული სისულელეებია.
ამასთან ერთად სხვადასხვა გამომცემლობა სხვა ციფრებს აქვეყენბს.. ახლა შემხვდა 73 მილიონი საერთოდ..
სიმართლე გითხრათ არც მადარდებს, უბრალოდ იუვე 100 მილიონს მიიღებდა სუფთას ამაში დარწმუნებული ვარ. და როგორ რა მაქინაცია იჩალიჩეს ბუღალტრულად ეგ არ ვიცი )
შენ ფეხბურთი გესმის ვატყობ, მაგრამ დაბეგვრასა და სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევი ფაქტია ;)
თუ ეს ინფორმაცია სწორია, დამიჯერე რაიოლამ ყველა დააბოლა, იუვე კიდე ფულს დახამდა.
სამართლებრივში არც მქონია პრეტენზია, რადგან მარკეტინგულ სეგმენტში ვმუშაობ, თუმცა ის მაინც მესმის რომ ნებისმიერი თანხიდან გარკვეული ნაწილი გადასახადებში აისახება ) წლის ბოლოს იქნება თუ დასაწყისში მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
იუვე ფულს რომ დახამებოდა ახლა ბონუჩისაც გაყიდიდა და სხვა ფეხბურთელებს, რომლებშიც კაი თანხებს იხდიან ) და არც იგუაინს იყიდიდნენ 90 მილიონად.
დიდი მნიშვნელობა აქვს შემოსული თანხა (მაგ 100 მილიონი რაც მიიღო იუვემ) დაიბეგრება შემოსვლისთანავე თუ დაგებრვრა მოხდება ბოლოს – მოგების :)) მოგება ითვლება მთლაინ თანხას მინუს ხარჯები. შეიძლება ხარჯები მეტი იყოს და შესაბამისად არც დაიბეგრება ;) ეს მოკელდ დაგებვრის არსი.
შენ იძახი მგონი დღგ-ეზე ეგ სულ სხვა რამეა ;)
იმედია ჭორია და იუვეს ბოსობა არ გაასულელეს, მეტი სხვა ახსნა არ არსებობს.
ისე იგუანში ნაპოლი რომ იღებს სუფთა 45+45 მილიონს და მაშინ რა გამოდის იტალიელებს შორის არ ხდება დაბეგვრა > :)))
მოკლედ იმაზე ვჭობთ რაც მეორეხარისხოვანია ფეხბურთში :) თუმცა არც ის ივარგებს ვიძახოთ პოგბაში 100 მილიონი ავიღეთო (თუ ეს ინფო ჭორი არ აღმოჩნდება) და შეფობას ვაქოთ
სერიალის იდეის ავტორი-მინო რაიოლა)
78-ით არა ბიჭებო 25 მილიონით და ისიც სამ წელზე კარქით რა
საიდან ეს ინფორმაცია 78 მილონი დარჩაო :D 110 მილიონი დარჩა პოგბას ტრანფერიდან იუვეს, ოღონდ ხელმძღვანელობა გალანძღონ და რას აღარ მოიფიქრებენ :D
აზრზე არ ვარ ))
საიდან და აქედან
http://www.mediagol.it/prime-pagine/prima-pagina-la-gazzetta-dello-sport-de-boer-stoppa-icardi-grana-napoli/?utm_source=Twitter&utm_medium=Autopost+Twitter+Mediagol&utm_campaign=APMEDIAGOL&refresh_ce-cp
რავიცი მეგონა იტალიურ გაზეთებიდან თარგმნიდით და დღეს ყველა იტალიური მედია ამაზე წერს
Juve, net profit €78m
And Raiola earns €35m
sul ro aravim viyidot am gunds dzalian bevri sheudzlia
კიდე კაი ჰენ მაინც რო გჯერა რო ამ იუვეს რაც ახლაა ყველაფრის მოგება ჰეუძლია და ვისაც არ ჯერა არა იუჰავს იუვე კარგ ჰედეგს რო დადებს მერე იმედია მაინც დაიჯერებენ იუვე ამ სასტავითაც უძლიერისია
matichi isco iyos araa problema
78 კიარა 18 აიგო და დანარჩენი რაიოლამ :D 105 მილიონით შეივსება მინიმუმ ჯუვე შეიძლება მეტითაც
საინტერსესო იქნება მართლა სერიალის გადეღება მაგარი ხარ
და რეჟისორი?
110 მილიონი არანაირად :/ 78 მილიონი აიღო იუვენტუსმა. მაშინ როცა ტრანსფერის ღირებულება 110 მილიონია დანარჩენი რაიოლამ (25მილინზე მეტი) და პოგბამ გაიყვეს
78 miilooni girvanqa sterlingi aigo dzma daaxloebit mag pasi gamoddis evrostan mimartebashi 110 Me ase vici
78 მილიონი ევრო მიიღო იუვენტუსმა 110 დან. დანარჩენი 32 მილიონი პოგბამ და რაიოლამ გაიყვეს… ახლა დაიდო ოფიციალურად ეს ინფორმაცია. პლიუს რაიოლა 5 წლის მანძილზე პოგბას ხელფასიდანაც მიიღებს პროცენტებს