ევრა “ლიონთან” სათამაშოდ მზადაა
პატრის ევრა სრულად გამოჯანმრთელდა და “ლიონთან” მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს..
ფრანგი მცველი “ნაპოლისთან” დაპირისპირებაში განაცხადში კი იყო, თუმცა ტკივილები მაინც აწუხებდა.პრემიუმ სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, 35 წლის ფეხბურთელი უკვე სრულმზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში, ფრანგებთან მინდორზე გასვლასაც შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა წევრმა დაზიანება “სამპდორიასთან” შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო, რის გამოც მასიმილიანო ალეგრის მის ნაცვლად მოედანზე ალექს სანდროს შემოყვანა მოუწია.