მითი თუ სინამდვილე: “რეალმა” ბეილის ფული მაისურების გაყიდვით ამოიღო”
რამდენს გამოიმუშავებენ კლუბები მაისურების გაყიდვით?
სატრანსფერო ციებ-ცხელება როგორც კი დაიწყება, ხშირად გაიგონებთ – “კლუბი ტრანსფერის თანხას მაისურების გაყიდვით ამოიღებს”. განვიხილოთ, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სინამდვილეს.
ცნობილი გერმანელი სპეციალისტი სპორტულ მარკეტინგში – პეტერ როლმანი, გვაწვდის ინფორმაციას ამ თამაზე.
მაისურების საშუალო ღირებულება იტალიაში (მაღაზიების დანამატების გარეშე) შეადგენს 75 ევროს. რისგან შედგება ეს თანხა?
8 ევრო – წარმოების ხარჯები და ლოჯისტიკა
2,50 ევრო – მარკეტინგის ხარჯები
6 ევრო – სალიცენზიო მოსაკრებელი
2 ევრო – დანახარჯები რეალიზაციაში
12 ევრო – ბაჟი გაყიდვიდან
16 ევრო – მწარმოებლის მარჟა
რჩება შემოსავალი ~ 30 ევრო
ეს თანხა ეკუთვნის ეკიპირების მწარმოებელს (მაგ. “ადიდასი”). ხოლო კლუბი იღებს სალიცენზიო მოსაკრებელს – 8%-ს გაყიდვიდან, ანუ 6 ევროს.
ახლა გადავხედოთ გაყიდვებს 2015-2016 წ. სეზონში (ფრჩხილებში 2014-2015 წ.)
- “ბარსელონა” – 3.637.000 (2.440.000 +32%)
- “ბაიერნი” – 3.312.000 (1.977.000 +40%)
- “ჩელსი” – 3.102.000 (1.866.000 + 39%)
- “მან.იუნაიტედი” – 2.977.000 (1.946.000 +34%)
- “რეალი” – 2.866.000 (2.533.000 +11%)
- “პსჟ” – 2.212.000 (1.733.000 +21%)
- “არსენალი” – 2.055.000 (1.455.000 +29%)
- “ატლეტიკო” – 1.977.000 ( – )
- “იუვენტუსი” – 1.678.000 (1.078.000 +35%)
- “მილანი” – 1.287.000 (978.000 +24%)
როგორც ხედავთ, წინა სეზონში “იუვემ” 1.678.000 მაისური გაყიდა. ე.ი. მიიღო – 10 მილიონი ევრო. “ბარსამ” – 22 მლნ. “რეალმა” – 17 მლნ. დამეთანხმებით, არცთუ ბევრია.
Bild am Sonntag და Tuttosport -ის მიხედვით.
სებალოსი და ბერნა ძალიან კარგი იქნებოდა.
4-3-3 სქემაში სებალოს ნახევარმცველად, ხოლო ბერნა შემტევად.
ამათ + კეეიტა დაგვხატავდა.
სებალოსზე წავა ორშაბათიდან ნადირობა.
რეალი, იუვე, ბარსა და ბავსრია აპირებენ გამოსასყიდზე მეტი თანხა შესთავაზონ ბეტისს.
ეხლა გამოჩნდება ჩვენ ბრუციანს რისი თავი აქვს.
მოატყუოს მაინც ეგრევე ძირითადში დაგაყენებო.
ნზონზის ტრანსფერი ჩაიშალა საბედნიეროდ
ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის პირველ რიგში იმიტომ, რომ ვიცი იუვეს დონეზე ვერ ითამაშებს და კიდევ იმიტომ, რომ სევილიას 35-40 მილიონის ნაცვლად 28 წლის საშუალო დონის ფეხბურთელი შერჩათ 
Bernandeskize sagamos impormaciebi aris rame???bolo bolo modis iuveshi tu es transferic chaishleba???
50-ს ითხოვს ფიორე იუვე კი შემდეგ კვირაში ოფიციალურად შესთავაზებს 40-ს და იმედია დაგვთანხმდებიან, რადგან მეტის გადახდას არ აპირებს ხელმძღვანელობა.
მაგაში 40-იც ძალიან ბევრია.ჩემი აზრით 25-ზე მეტი ნაღდად არ ღირს
ჩემი აზრით ერთ-ერთი სუაკეთესო ვარიანტია ვინგერებში. ძალიან ტექნიკურია, სწრაფია და საოცარი დარტყმა აქვს. ამ ყველაფერს ერთი უმნიშვნელოვანესი რამ ემატება – ორივე ფლანგზე თანაბრად შეუძლია თამაში. ბერნარდესკის თუ მოვიყვანთ სხვა ვინგერის მოყვანა აღარ იქნება საჭირო. ორსოლინი შეიძლება დატოვონ საერთოდ
იუვე მატუიდის და ორიეს აკვირდება
ეს აკვირდება რას ნიშნავს??? ამაზე საშინელი სიტყვა არ მინახავს, ევროპა შეშფოთდად პონტია
რას და ჯერ ჯანმრთელობაზე და ტრავმებზე ინფოს მოითხოვენ შემდეგ სატრანსფერო თანხას დაასახელებს პესეჟე მერე მაროტა და პარატიჩი შეშფოთდებიან და 2-ჯერ ნაკლებს შესთავაზებენ. თუ გაგვიმართლა შეთანხმდებიან ხელმძღვანელობები და წამოვიყვანთ ამ ფეხბურთელებს
End of story