ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“ჩვენ გველის საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი.. გახსოვთ, ალბათ დერბია დ’იტალიას წინვე ვთქვი რომ ეს მატჩი უფრო დიდი მნიშვნელობის არის, რადგან სასწორზე პირველი ადგილი დევს.. ჩვენთვის აუცილებელია ამ პოზიციის დაკავება, შესაბამისად იანგ ბოიზთან მაქსიმალური კონცენტრირება გვმართებს.

ჩვენს წინააღმდეგ ძალზედ კარგად ორგანიზებული და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან მოხსნილი გუნდი გამოვა მოედანზე, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს..

ალექს სანდრო ჩვენთან ერთად არის, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია მან ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.. პირველივე წუთებიდან იქნება რონალდუ.. ბენტანკურიც რომელიც ტორინოსთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.. რუგანი ასევე სასტარტოში იქნება, რომელიც ბონუჩი-კიელინიდან ერთ-ერთს შეცვლის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იტალიური კლუბებიდან თითოეული მოახერხებს მომდევნო ეტაპზე გასვლას.. ჩვენი ფეხბურთისთვის ეს ყოველივე ახლა ფუნდამენტური მნიშვნელობის არის! ვის არ ვისურვებდი შემდეგ ეტაპზე? ბარსელონას, რეალს, პსჟს და სიტი.. ამიტომაც გვსურს პირველ ადგილზე გასვლა.

წლევანდელ იუვეზე ბევრს საუბრობენ.. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჩვენ წლიდან წლამდე უკეთესი გუნდი ვხვდებით.. გამონაკლისი არც ახლა არის.. პირიქით, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ საბოლოო ნაბიჯის გადასადგამად, მაგრამ ლიგა სპეციფიური ტურნირია.. ჩვენ ახლა თანაბრად ვართ ბარსელონასთან, რეალთან, ბაიერნთან, სიტისთან, პსჟ-სთან.. ლივერპულიც აქვეა.. ერთადერთი შედარებით იოლი გზა იქნება 1/8 ფინალი, ისიც თუ პირველზე გავედით.. თუ არადა ყველაზე მატჩი, რომელიც პლეი-ოფში გვექნება, უდაოდ მძიმე გამოდგება.

ნახევარდაცვაში? მატუიდი სათადარიგოდან დაიწყებს.. ბენტანკურზე უკვე გითხარით.. ნაკლებად მოსალოდნელია ემრე ჯანის პირველ წუთებზე ხილვა.. უფრო მეტი შანსი ამ მხრივ პიანიჩს აქვს.. თუმცა, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს..

ბერნარდესკი და კოშტა საბოლოოდ გამოჯანმრთელდნენ! ისინი ხვალ ან პირველივე წუთებიდან იქნებიან მოედანზე, ან მეორე ტაიმიდან დაგვეხმარებიან.. წინ მძიმე დაპირისპირებები გველის.. შვეიცარიის შემდეგ შაბათს ტურინული დერბი გვაქვს.. შესაბამისად საბრძოლველად ყველა საჭირო იქნება!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ინლისურებთან რო წააგეს ეგ ტეხავს ტორემ ერთი მაგათიც. სამაგიეროდ იუვე მეტს მოღუნავს ლიგიდან.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ესენი ხომ არაფელში გამოგადგება,ინტერის გამარჯვება სულ რომ იუვეს შველოდეს მაინც არ მინდა,ნაპოლი შემეცოდა გულწრფელად.ცუდია რომ ინგლისელებთან დათმეს,მაგრამ არაუშავს იუვე მოიპოვებს საჭირო ქულებს იტალიისთვის

ვეგა
ვეგა
6 years ago

ერთი ვერ გავიგე ლივერს და ნაპოლის ერთნაირი ქულები ხო ქონდათ? მერე რა მონაცემებით გავიდა? ცვენამ რომ იხმარა ის კლუბი გადის :))))

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
6 years ago
Reply to  ვეგა

ბურთების უკეთესი შეფარდებით გავიდა ლივერპული 9-5-ზე აქვთ ბალანსი წითლებს ნაპოლის 7-5-ზე აქვს ურთიერთშეხვედრებში კი სრული თანაფარდობაა 1-0 და 0-1

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ინგლისელებთან ჩაისვარეს მაინცდამაინც რა … მერე მესამეზე რომ არMოჩNდებიან ასეო ისეო … პსჟ ს ისე გაა… ბდა ნაპოლი როგორხ არაფერი სად გაუშვეს გოლი , ეკუთვნოდა ნაპოლის გასვლა ან ინტერმა რა გააკეთა რა გამ….ები არიან მთელი სერიალი მაგისთვის იბრძვიან და რას შვებიან

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ისე რომას გასვლას ჯობდა ისევ ინტერი გასულიყო. წელს რომა ძაან დაბოლილი გუნდია) ნაპოლი ღირსია, თავის თავს უნდა დააბრალოს. ინტერმაც თავის თავს უნდა დააბრალოს, მარა ინტერი უფრო შემეცოდა იბრძოლეს მაინც. ვაფშე სპალეტი უნდა გააგდო ისევ რუსეთში) და ანჩელოტიც მიაყოლო))

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მერდებში იუვეს აგენტი მაგრად მუშაობს ასამოა ასმოა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

აუ როგორ ჩაისვარეს მერდებმა. ეხლა ნახეთ ევროპა ლიგიდან ძალით გამოვარდება ორივე და ბოლოს შერჩებათ სამში გრძელი))

lasha naxucrishvili
6 years ago

ხვალ არავითარ შემთხვევით არ უნდა ვითამაშოთ 1-0ზე!

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
6 years ago

ჩემი აზრით ისევ ამოტენის იუვე დიბალა და რონალდო თავიდანვე იქნებიან მანძუკიჩს მგონია რომ დაასვენებს და კოშტა ან ბერნარდესკი დაიწყებს სასტარტოდან

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x