ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს

გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სავარაუდო სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით:

საკმაოდ საინტერესო და ოდნავ გადახალისებულ შემადგენლობას უნდა ველოდოთ..

თუმცა, გადახალისება კარის დარაჯს არ შეეხება.. პერინი მატჩს კვლავინდებურად სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, ხოლო სასტარტოში პოლონელი ვოიცეხ შესნი იქნება..

დაცვის ხაზში, კერძოდ ფლანგებზე სხვადასხვა მიზეზების გამო ტუტოსპორტი ძირითადში თამაშს ხუან კუადრადოს და მატია დე შილიოს აწყებინებს.. საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში კუადრადო “ჯოკერის” როლში გვევლინება, რომელიც ალეგრის მიერ სხვადასხვა პოზიციებზეა გამოყენებული..

დაცვის ცენტრალურ დუეტს რაც შეეხება.. ალეგრიმ დაანონსა რომ სასტარტოში რუგანი იქნება.. მას კი დიდი შანსია რომ ბონუჩი შეუწყვილდეს, ვიდრე კიელინი.. ლეოს სხვა ყველაფერთან ერთად გრძელი გადაცემის გაკეთების უნარი გააჩნია, რაც შესაძლოა გუნდს ასეთ შეხვედრაში არაერთხელ წაადგეს..

ტუტოსპორტი აქცენტს აკეთებს 4-4-2 სათამაშო წყობაზე.. ფლანგებზე კი ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ კოშტასაც ვიხილავთ და ბერნარდესკისაც.. ფედერიკოს გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა და მისი საწყის წუთებშივე ხილვა ნამდვილად სასიამოვნო იქნება.

ცენტრალურ შუახაზს ბენტანკური და პიანიჩი დააკომპლექტებენ.. პრინციპში ალეგრიმ თავადვე თქვა, რომ მატჩს ურუგვაელი საწყისი წუთებიდანვე დაიწყებს, რადგან ტორინოსთან მისი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს.. შესაბამისად ამ მატჩში სრულად დატვირთავს.

შეტევის დუეტს კი მარიო “ქილერ” მანჯუკიჩი და კრიშტიანო “კიბორგ” რონალდუ შექმნიან..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

1-2 უნდა შეაგდოს რონიმ. ტეხავს 1 გოლით დამთავრება მთელი ჯგუფური ეტაპის) ნუ კატასტროფა არ არის, მარა სასიამოვნოც არ არის რა))

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

უნდა გავხიოთ იანგ ბოიზი

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x