იუვენტუსი – ატლეტიკოს დაპირისპირება სატრანსფერო ბაზარზე არის მოსალოდნელი
იუვენტუსი და ატლეტიკო მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს:
გერმანული ბილდ-ის მტკიცებით, ორივე კლუბი სერიოზულ დაინტერესებას იჩენს ლაიპციგის ფორვარდის – ტიმო ვერნერის მიმართ.
ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატის გამართვამდე საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავდა და ლაიპციგი მუნდიალის შემდგომ მის სარფიანად გასხვისებას გეგმავდა..
გეგმები მას შემდეგ ჩაიფუშა, რაც ლიოვის გუნდმა საშინელი შედეგი აჩვენა და ვერც ვერნერმა მოახერხა რაიმე სასარგებლო თვისებების დემონსტრირება.
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ფასად გეგმავს გერმანული კლუბი ვერნერის გასხვისებას, მაგრამ ფაქტია უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე მათ ოფისში ორი მოთხოვნის ფურცელი შევიდა.. ერთი იყო ატლეტიკოსგან, ხოლო მეორე იუვენტუსისგან.. ორივე მათგანს ტიმოსთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება სურთ..
იუვე აირჩიე